reportiori.ge - სასჯელაღსრულების #5-ე და #6-ე დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:08
სამართალი
სასჯელაღსრულების #5-ე და #6-ე დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 16:47

დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #5-ე და #6-ე დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები გახსნა.  ამ სერვისით ისარგებლებენ, როგორც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, ასევე ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები.

საზოგადოებრივ მისაღებში განაცხადების მიღება, კონსულტაცია თემატურ საკითხებზე, ასევე ამანათებისა და პაემნების რეგისტრაცია ხდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი სერვისი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის. რიგით მეექვსე საზოგადოებრივი მისაღები მოქალაქეთა მიღებას უკვე შეუდგა. მსგავსი სერვისით მოქალაქეები უკვე სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, გლდანის #8-#18, ქსნის #15-#19 და რუსთავის #16-#17 დაწესებულებებში. საზოგადოებრივი მისაღების გახსნის შემდეგ მინისტრმა #5-ე ქალთა დაწესებულებაში მყოფი ჩვილბავშვიანი მსჯავრდებული ქალბატონები მოინახულა და ბავშვები აუზებით დაასაჩუქრა. დაწესებულებაში ამჟამად 5 ქალბატონი იმყოფება, რომელთაც სამ წლამდე შვილი ჰყავთ. დედები და ბავშვები დაწესებულებაში, ცალკე გამოყოფილ შენობაში ცხოვრობენ, სადაც ჩვილების სწორი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016