სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
წირვის დაწყებამდე პატრიარქმა გერმანია-ავსტრიის მღვდელმთავარი ლაზარე სამადბეგიშვილი ეპისკოპოსად აკურთხა. იღუმენი ლაზარე გერმანია-ავსტრიაში მღვდელმთავრად წმინდა სინოდის სხდომაზე 3 ივნისს დაადგინეს. მასთან ერთად წმინდა სინოდის სხდომაზე, უცხოეთში კიდევ სამი ახალი მღვდელმთავარი გამოარჩიეს, რომელთა კურთხევაც ასევე სვეტიცხოველში მოხდება. ეპისკოპოსად კურთხევამდე იღუმენმა ლაზარემ სპეციალური ლოცვები წაიკითხა, რომლითაც პატრიარქისა და მრევლის წინაშე თავის მრწამსით ღვთისადმი და მართლმადიდებლობისადმი ერთგულება აღიარა. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მეუფე ლაზარეს საღვთო ლიტურგიაზე როგორც ეპისკოპოსის თანამსახურების კურთხევა მისცეს.
მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.