reportiori.ge - „მალადეც“ დეზნიუსი, უფრო „მალადეც“ კოტე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„მალადეც“ დეზნიუსი, უფრო „მალადეც“ კოტე!
11 ივნისი, 2014. 18:12


1981 წლის 13 მაისის თბილისი მახსოვს, ამდენი გახარებული და აღტაცებული ქართველი ერთად მანამდე არსად მინახავს, გადმოცემით ვიცი 1945 წლის 9 მაისს, მიუხედავად ომისგან მიყენებული ჭრილობისა, თურმე სრულიად საქართველო ზეიმობდა; ისტორიიდან ვიცი დიდგორის ბრძოლის მოგების შემდეგ როგორი გაბრწყინებული სახეებით ეგებებოდა ქართველი ხალხი ომიდან შინდაბრუნებულებს; ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს დილით Facebook-ი „აფეთქდა": „გაიგეთ? კოტე კუბლაშვილი გადადგაო". სასწრაფოდ ქუჩაში გამოვედი, პირველივე ნაცნობმა მახარა: „გილოცავ, კოტეია გადამდგარაო".

 

„მარშრუტკაში" ხომ ლამის ტაშფანდური იყო გამართული, მძღოლს ძლივს მოვაკიდინეთ ხელი საჭეზე. სამსახურში მისულს თანამშრომლები დამეხვიენ, ზოგი მკოცნიდა, ზოგი მხარზე ხელს მირტყამდა და ის იყო საერთო საზეიმო ფერხულში ჩაბმა გადავწყვიტე და უცებ ერთმა კირკიტა ჟურნალისტმა დაიძახა: „- ტყუილი ყოფილა, „დეზნიუსის" ინფორმაციააო". რამდენიმე წამში ყველას „დაგვიძმარდა" სახე. ჩვენ-ჩვენ სამუშაო ადგილებს მივაშურეთ. ინტერნეტში გადავამოწმე და მართლაც ტყუილი გამოდგა. კარგა ხანს ვიფიქრე და ასეთი დასკვნა გამოვიტანე: „ვაშა „დეზნიუსს" - ცოტა ხნით მაინც ხომ გაგვაბედნიერა; ვაი „დეზნიუსის" პატრონს - ვინ იცის რამდენს შეუღონდა გული: ზოგს შიშით და ზოგს სიხარულით, მერე როლები შეიცვალა: ვისაც შეეშინდა - გაუხარდა, ვისაც გაუხარდა გული დასწყდა. ხალხის ემოციებით ასეთი თამაში შეიძლება? ან და თქვე კაი დედმამისშვილებო, ისე მაინც „შეგეფუთათ" ერთი-ორი დღე სიმართლე ვერ გაგვეგო. ერთი ცნობილი ცრუპენტელა ამბობდა: ტყუილის თქმა დიდი ხელოვნებააო, ადრე არ მჯეროდა, ახლა მივხვდი, მართალი ყოფილა. თუმცა ამ ამბავში მთავარი იცით რა არის? ადამიანმა (ადამიანებმა) ხალხს თავი ისე როგორ უნდა შეაზიზღო, შენი მარცხი ნეჯმ ადდინ ილ ღაზის (დიდგორის ომში მაჰმადიანთა არმიის წინამძღოლი) საქართველოდან გაქცევას შეადაროს! ან ისე გაუხარდეს, რომ ხელში შინმოუსვლელი შვილების დაღუპვის ცნობები ეჭიროს და სიხარულით ტიროდეს! ან ისე იზეიმოს, როგორც თბილისის „დინამოს" ფეხბურთელების თასების მფლობელთა თასის მოგება!

 

„მალადეც" კოტე! ამას დიდი მოხერხება უნდა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016