reportiori.ge - ნელი ჩახნაშვილი: ეკა ტყეშელაშვილმა „დამაყაჩაღა“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:19
ინტერვიუ
ნელი ჩახნაშვილი: ეკა ტყეშელაშვილმა „დამაყაჩაღა“!
12 ივნისი, 2014. 17:27


ნელი ჩახნაშვილი ვაკეში მცხეთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კერძო სახლში 60 წელია ცხოვრობს. მშობლების დანატოვარი ერთ-ოთახიანი ბინა ქალბატონმა ნელიმ და მისმა მეუღლემ მას შემდეგ გააფართოეს, რაც ბინის ჭერი სიძველისგან ჩამოინგა. იმ პერიოდში ჩახნაშვილს, ბინის გაფართოებისთვის და დამატებითი ტერიტორიების შესყიდვისთვის, ვარკეთილსა და ჩაქვში მეუღლის კუთვნილი სახლების გაყიდვა დასჭირდა.  ქალბატონი ნელი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს წაართმევდნენ. ქონების წართმევაში ნელი ჩახნაშვილი საკუთარი დის რძალს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ეკატერინე ტყეშელაშვილს ადანაშუალებს. მისი თქმით, სასამართლომ ეკატერინე ტყეშელაშვილის გავლენის გამო, ორსართულიანი სახლი, მთლიანად მიაკუთვნა მის დას, ტყეშელაშვილის დედამთილს. ნელი ჩახნაშვილი ამ დრომდე აღნიშნულ სახლში ცხოვრობს, მაგრამ რომ არა ხელისუფლების ცვლილება 2012 წელს, ის გარეთ აღმოჩნდებოდა.  ჩახნაშვილი მისი ოჯახის პრობლემის შესახებ „რეპორტიორს" ესაუბრა:



-მე ვარ „ნაციონალაური მოძრაობის" „ბრწყინვალე" წარმომადგენლის, „ყველაფრის" მინისტრის, ეკატერინე ტყეშელაშვილის დედამთილის და. 2007 წელს, როდესაც ეკატერინე ტყეშელაშვილი გახდა ჩვენი რძალი, დაიწყო ჩემი უბედურება. 2007 წლიდან დავდივარ სასამართლოში, რომელსაც „უსამართლოს" ვუწოდებ.


-რა უბედურებაზე საუბრობთ და რა კავშირშია თქვენი რძალი, ეკატერინე ტყეშელაშვილი თქვენს პრობელმასთან?


-ეკატერინე ტყეშელაშვილს მოეწონა ჩემი სახლი, რომლიც აშენებულია ჩემი მეუღლის მიერ. იმ პერიოდში ტყეშელაშვილი იყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ისარგებლა რა  ბოროტად საკუთარი თანამდებობით, დამაყაჩაღა და წამართვა სახლი.


-სად მდებარეობს სახლი?


-ვაკეში, მცხეთის ქუჩაძე 26 ნომერში. ეს არის ორსართულიანი კერძო სახლი.


-როდის შეიტყვეთ, რომ ეკატერინე ტყეშელაშვილს სურდა თქვენი სახლის მითვისება?


-ამასთან დაკავშირებით წინასწარ არავინ დაგვლაპარაკებია. წინა დღეებში ჩემი და და დისშვილი იყვნენ ჩემთან, ვისადილეთ, წავიდნენ , მშვიდობიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. რამდენიმე დღის შემდეგ მომივიდა სასამართლოდან შეტყობინება: მოსამართლე სულაკაძემ, ეკატერინე ტყეშელაშვილის დავალებით, ჩემი კუთვნილი სახლი მიაკუთვნა ჩემს დას, ანუ ეკატერინე ტყეშელაშვილის დედამთილს. ვფიქრობ, მოსამართლემ არც დააკვირდა საბუთებს, შეიძლება წაიკითხა კიდეც, მაგრამ ტყეშელაშვილისგან დავალება ჰქონდა და რა უნდა მოემოქმედა?!



-ამბობთ, რომ თქვენ იყავით სახლის მფლობელი, ამის შესაბამისი დოკუმენტაციაც გაგაჩნდათ  და უცებ ეს უძრავი ქონება თქვენი საკუთრება აღარ იყო? რა ეწერა სასამართლოს შეტყობინებაში?


-კი, რასაკვირველია, დოკუმენტები მაქვს. სასამართლოდან მოსული შეტყობინების თანახმად,  ითხოვდნენ ამ ორსართულიანი სახლიდან სამკვიდროს გამოყოფას. ადვოკატებმა მითხრეს, რომ ეს აბსურდული მოთხოვნაა და მამაშენის აშენებულიც რომ იყოს, მაინც არ ეკუთვნის წილი შენს დასო. გავიდა პერიოდი, სასამართლოდან მივიღე შეყტობინება, რომ ჩემი სახლის და მიწის ნახევარიც გადაცემული იყო ტყეშელაშვილის დედამთილზე- ჩემს დაზე. მაშინ ჯანმრთელობის გამო ცუდად ვიყავი, ეს ამბავი ჩემმა დამ და დისშვილებმა იცოდნენ და ისარგებლეს ამ მომენტით. ჩემი დის რძალი, ეკატერინე ტყეშელაშვილი იმ პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარე იყო, დანიშნა სასამართლო და ფაქტობრივად, დამააჩაღა. ამას მე ყაჩაღობას ვუწოდებ.  ამ ბოლო წლებში გამოირკვა, რომ არამარტო ტყეშელაშვილს, „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებსაც ამგვარი ქმედებები აქვთ ჩადენილი. ეტყობა, ეს მათი სტილი იყო. ისაა გასაკვირი, რომ ნათესავიც კი არ დამზოგეს. ნათქვამია: „ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახიაო" და გაჭირვება ჰქონდათ ასეთი, რომ ასე გამწირეს.


-თქვენ და თქვენი და ერთად ცხოვრობდით?


-1970 წელს ჩემი და გათხოვდა, მაგრამ 1977 წლამდე, ჩვენთან ცხოვრობდა ქმრიანად. სიძე ჩაწერილი არ იყო ჩვენთან. 1977 წელს ჩემმა მშობლებმა ჩემი დის ოჯახს მისცა 3-ოთახიანი ბინა დოლიძეზე.  ყველაფრით გავამზითვეთ, დავეხმარეთ სახლი მოწყობაში, ბავშვების გაზრდაში. მოკლედ, ყველაფრით ფეხზე დავაყენეთ. ჩემი მშობლების დანაზოგი მას მივეცით. დოლიძეზე რომ გადავიდა ჩემი და, შვილებიანად ამოეწერეა ჩვენგან. მე დავრჩი ამ ერთ-ოთახიან, ალიზით ნაგებ სახლში, შუშაბანდით. ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1992 წელს ჭერი ჩამოგვენგრა თავზე. მაშინ კუპონი იყო ძალაში. მოვილაპარაკეთ მე და ჩემმა მეუღლემ, თუ სად უნდა გვეცხოვრა, ჩაქვში, ვარკეთილში, თუ აქ გაგვეკეთებინა რაღაც. პირველ რიგში, შევეცადეთ სახურავი შეგვეკეთებინა, მაგარამ სახურავი საერთოდ რომ მოვხსენით, ალიზით ნაგები კედლები მთლიანად ჩამოინგრა. მივმართეთ გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს, სხვა სათანადო ორგანოებს, ავიღეთ ნებართვები და ავაშენეთ ახალი სახლი.  

 

-სასამართლოშია საქმე?


-სასამართლოში არ მოხდა ჩემი საქმის განხილვა, რადგან ყველგან ტყეშელაშვილის ფაქტორი ფიგურირებდა. ბოლოს, 2012 წელს, ჩემი შვილის, როგორც სრულწლოვანი მემკვიდრის სახელზე, შევიტანეთ განცხადება, რომელიც დღესაც განუხილველია, რადგან ნაციონალების მოსამართლეები არიან სასამართლოში.



-ახლა ცხოვრობთ თქვენივე აშენებულ სახლში, რომელიც თქვენი საკურება არაა?


-მადლობა მინდა გავავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომ სააკაშვილი მოგვაშორა. „ქართული ოცნება რომ ხელისუფლებაში არ იყოს, მე და ჩემი ოჯახის წევრები ქუჩაში აღმოვჩნდებოდით. 2012 წელს ჩვენ გამოსახლების პირზე ვიყავით. ტყეშელაშვილის თავხედობა იქამდე მივიდა, რომ 43 000 დოლარის გადახდა დამავალდებულეს. ჯერ ხომ ჩემი სახლის ნახევარი მიითვისეს, მერე კიდევ მიჩივლა, ჩემი სახლი აქვს გაქირავებუილიო. მოსამართლე მაკა ჭედიამ ისე გამოიტანა განაჩენი არც უკითხავს, ვისზე იყო სახლი გაქირავებულული, არც დოკუმენტი წარმოუდგენიათ, რომ მართლაც გაქირავებული იყო, არც მოწმე და არც არაფერი დამამტკიცებული დოკუმენტი. დღეს ფაქტიურად, სახლი მთლიანად მაქვს დაკარგული, რადგან ჩემი ოჯახი 43 000 დოლარს ნამდვილად ვერ გადაიხდის. გამოდის, რომ მთელი სახლი წაღებული აქვთ.


-ინტერვიუს ჩაწერამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ახსენეთ...


-ჩემზე წარმოებულმა საქმემ ყველა ინსტანცია გაიარა. უზენაესი სასამართლოდან არც დაგვიძახეს, 3 სიტყვიანი პასუხი მივიღეთ, რომ თქვენი საქმე არ განიხილებაო.  ამ სამ სიტყვაში გადავიხადე 6000 დოლარი. როგორც გითხარით, ჩემი შვილი, როგორც მემკვიდრე, ითხოვდა თავის წილს მამამისის აშენებული სახლიდან. სწორედ ამ პერიოდში, სრულიად შემთხვევით მოვხვდი კოტე კუბლაშვილის ოჯახში; გახლავართ, სასაწრაფო სამედიცო დახმარების ექიმი. მას ვთხოვე შეხვედრა ჩემს საქმესთან დაკავშირებით. მან არ იცოდა ვინ ვიყავი და რაზე მსურდა საუბარი. მივედი შეხვედრაზე და საქმე ვუამბე, როგორ დამაყაჩაღა ეკატერინე ტყეშელაშვილმა. ზრდილობის გულისთვის კი არ მითხრა, რომ ჩემს საქმეს განიხილავდა, ასეთი კითხვა დამისვა: ვინმემ იცის, ჩემთან რომ მოხვედითო? ამან გამაშეშა, ხმაც ვერ ამოვიღე, მაგრამ მერე გამინათდა გონება და ვუთხარი, არა მეთქი. ამ შეხვედრის შესახებ, რასაკვირველია, ჩემმა ოჯახის წევრებმა, ჩემმა ადვოკატმაც იცოდა, მაგრამ კუბლაშვილთან მარტო მივედი, რომ უხერხულობა არ შემექმნა მისი გუნდის თანამდებობის პირისთვის. იმედი მქონდა, თუ სასამართლოთი არა, მეგობრულად განიხილავდნენ და მოილაპარაკებდნენ ჩემ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც გითხარით კუბლაშვილმა მხოლოდ ის მითხრა: ვინემემ თუ იცის ჩემთან რომ მოხვედიო.


უსაშველოდ დიდი ბაჟებია სასამართლოში გადასახდელი, რომ საქმე აწარმოო. ყველაფერი გავყიდე ოჯახიდან. სტუდენტი შვილი მყავს, მე ექიმი ვარ, ქმარი კი გარდაცვილი მყავს, საიდან გადავიხდიდი ამდენ ბაჟს.

 

 

-რა მოტივით ამბობდა უარს სასამართლო საქმის განხილვაზე?

-მოტივი არ დაწერა. ჩვენ ხალხად არ გვთვლიან, თუ ფულიანი ხარ, მაშინ კი გცემენ პატივს. ჩემნაირ ხალხს კი ყველანაირად ჩაგრავენ. საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, სასაპელაციოში გადავწყვიტეთ სარჩელი შეტანა, მაგრამ თანხა არ მქონდა ბაჟისთვის, მაშინ ჩემი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია დამეხმარა თანხით.  მართლაც, დიმიტრი გაბუნიამ, საქმე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე წიკლაურმა დააბრუნა საქმე საქალაქო სასამართლოში და მიუთითა, რომ განიხილეთ ეს საქმეო, მაგრამ ჯერჯერობით ეს საქმე კვლავ დევს საქალაქო სასამართლოში განუხილველად, ისევ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძესთან.



-2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ მიმართეთ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებისთვის, რომ როგორმე თქვენი საქმე წინ წამოწეულიყო, საქმე დაძრულიყო.

 

-კი, მივმართე ზაქარია ქუცნაშვილს; დავრეკე ქალბატონ თინა ხიდაშელთან, რადგან მის ოფისთან ახლო ურთიერთობა მქონდა; როდესაც  კენჭს იყრიდა ქალბატონი თინა, უკან დავსდევდი. ასევე მივმართე ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა შავგულიძეს. აგრეთვე მთავარ პროკურორ- კბილაშვილს, რომელიც გვპირდებოდა, რომ საქმეს მიგვიხედავდა. შემდეგ ის წავიდა. მისი წასვლის მერე, საქმე გადასცეს ქალაქის პროკურატურას, ქალაქის პროკურატურდან ვიღაც თიკომ დამირეკა და მითხრა, რომ საქმე გადაცემულია რაიონის პროკურატურაში. რაიონის პროკურატურამ საქმე გადასცა უბნის ინსპექტორს, რომელმაც სასაცილო პასუხი გამომიგზავნა. ჩვენი საქმე ისე მივიდა უბნის ინსპექტორამდე, რომ არსად არ განხილულა. ფაქტია, რომ არავის სურს, ტყეშელაშვილის საქმის განხილვა. რა ფული აქვთ ასეთი ნაციონალებს, რომ ისევ მათი გავლენის ქვეშ ჰყავთ ყველა. კიდევ ვიმეორებ, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, თორემ ჩემი ოჯახი დღეს ქუჩის მათხოვრები ვიქნებოდით.


 

-როდის გადაიფორმა თქვენმა დამ სახლი?


-სახლი გადაფორმებულია 2008 წლიდან. შეგახსენებთ, დაკისრებული გვაქვს 43 000 დოლარის გადახდა. „სექტის" წევრები (ნაციონალები) ამბობენ , დავბრუნდებითო. ეგენი თუ დაბრუნდნენ მეორე დღეს, ჩვენ ამ სახლიდან გამოგვყრიან. ნაციონალებმა იმდენი ბოროტება გააკეთეს, ვერანაირი ქუჩა და ფანტანი ამას ვერ გადაწონის.


-სამართლიანობის აღდგენის პროცესზე რას იტყვით თქვენი გადმოსახედიდან?


-უარყოფითად ვაფასებ. არაფერს არ ვითხოვ სახელმწიფოსგან. არც მორალურ და არც მატერიალურ ანაზღაურებას, არც იმ ბაჯებს, რაც სასამართლოში შევიტანე, მხოლოდ ჩემი კედლების დაბრუნებას ვითხოვ...


P.S. ჭირდა სამართლის პოვნა მაშინ, როცა მინისტრები კანონზე მაღლა იდგნენ... დღეს კი სამართლიანობაზე ხშირად ვისმენთ უამრავ განცხადებას, რაც მხოლოდ სიტყვებად რჩება. ვისთვის აღდგა სამართალი? მათთვის, ვინც უკანონობის დასჯის იმედით ცხოვრობენ?  თუ?...



სამაუწყებლო პორტალი "რეპორტიორი" არაერთხელ შეეცადა ეკა ტყეშელაშვილთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. თუკი ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი ან მისი ოჯახის სხვა წევრი ჩათვლის საჭიროდ პასუხი გასცეს ქალბატონ ნელი ჩახნაშვილს, "რეპორტიორი" მოისმენს და უმალვე გაავრცელებს მის პოზიციას! 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016