reportiori.ge - გოგი თოფაძე: ეს უნდა ვთქვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:27
ინტერვიუ
გოგი თოფაძე: ეს უნდა ვთქვა!
13 ივნისი, 2014. 11:31



 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრს ეკითხება:

 - სად არის თქვენს მეირ დაპირებული 100 საწარმოო?

 კოალიცია „ქართული ოცნების“  წევრი პასუხობს:

 - თქვენს მიერ აშენებული 100 საავადმყოფოს გვერდითო...“

 

ბოლო პერიოდში, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დაპირებული  - 100 საწარმო, იუმორს ვერ უძლებს. 

 

სანამ პოლიტიკური მხარეები, ერთმანეთისთვის პრობლემების გადაბრალებ-გადმობრალებაში არიან,  „რეპორტიორი“  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბიზნესმენ  გოგი  თოფაძეს ესაუბრა:

 

 

 

- დადებითად ვაფასებ მთავრობის მუშაობას. ახლა, გაცილებით უკეთესობაა. მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. ძალიან ბევრი რამ იყო გამოსასწორებელი. მთავრობა,  წელიწადის  და რვა თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, ამ ხარვევზების გამოსწორებას მოუნდა. გარდა ამისა, ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობაში, გადაიხნა მთელი საქართველო, ამდენ ხანს თუ მისვლას ვერ ბედავდნენ უფულობის გამო, ახლა უკვე კლინიკები გადავსებულია ხალხით. ასევე,  ძალიან ბევრი, თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო აშენდა ამ ორ წელში...

 

 

- ბატონო გოგი, თუ საწარმოებსაც აშენებთ, რატომ უმალავთ საზოგადოებას?

 

- სამწუხაროდ, ჩვენმა  PR-ტექნოლოგeბმა,  ვერ მოასწრეს  მათი გაპიარება. მე თვითონ მაქვს  შემოვლილი და დათვალიერებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 22 საწარმო, ეს, მე რაც დავთვალე. აღდგენილია რამდენიმე ძველი საწარმო, რომელიც არ მუშაობდა, ამუშავდა ბროილერების, სასუქის წარმოება და ა.შ.

 

 

- რატომ არ აპიარებთ ბატონო გოგი? სუსტი პიარ-ტექნოლოგები ჰყავსო ხელისუფელბას, გაკრიტიკებენ, თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი, მათ ამ კრიტიკას ხომ არ ამართლებს?

 

- მე, ობიექტური კაცი ვარ და ეს უნდა ვთქვა! სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი PR-ბლოკი, არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს!  ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას, რომ არც ერთი ქარხანა არ აშენდა, პასუხი უნდა გაეცათ! გეთანხებით,გაპიარება,  ადრე უნდა დაგვეწყო.  ახლა უკვე,  დაგვიანებულია...

 

 

- თქვენი, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხომ არ მოდის მოთხოვნა  PR-ის ნაკლები დოზის თაობაზე? საზოგადოებას ახსოვს  ხელისუფლeბის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები - ჩვენ პიარისთვის არ მოვსულვaრაო...

 

- იმდენი ცუდი აკეთა წინა ხელისუფლებამ და იმდენ კარგს აკეთებს ეს ხელისუფლება, რომ ამ დონზე, გაძლიერებული PR  არ გვჭირდება მაინც და მაინც. ამას თქვენც გრძნობთ ალბათ, პროფესიონალი ხართ.

 

 

- საკადრო პრობლემები აქვსო ხელისუფლებას...

 

- საკადრო პრობლემებიცაა, მაგრამ ეს გამოსწორდება.  ყოველ წელს, ასეულობით სტუდენტს ვუშვებთ სასწავლებლად, იმ პირობით, რომ, როცა დაბრუნდებიან, სახელმწიფოს მოემსახურებიან.

 

 

- რა ხდება ბიზნესის სფეროში?  ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდიანო ბიზნესმენები...

 

- ერთი დაყაჩაღებული ბიზნესმენი მანახეთ! უზნეობაა  ამაზე რომ საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. მითხრან, ვინაა ასეთი და მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც მის  ინტერესებს დაიცავს!

 

 

- ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე  რამდენიმე დღე რჩება. მეორე ტურს თუ მოელით?

 

- მეორე ტური? როგორ გეკადრებათ? არავითარი მეორე ტური არ იქნება. 10%-ზე მეტი თუ მიიღეს „ნაციონალებმა“, დიდი მიღწევა იქნება!

 

 

 

 

P.S.  ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრისას, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები  ფაქტებზე საუბრისას, ძირითადად,  კოალიცია „ქართული ოცნების“ შემოწირულობების ნუსხის წარმოდგენით კმაყოფილდებიან.  ნუსხა, მართლაც დიდია და დამაფიქრებელიც. თუმცა, ამის პარალელურად,  არც „რესპუბლიკელ“ თინა ხიდაშელის მოსაზრება მოგეჩვენებათ საფუძველს მოკლებულად. მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესმენები, იმ  კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთა ლოზუნგიც  არის - „ვინც მოვიდა გაუმარჯოს!“

 

ბიზნესი გვერდით გადავდოთ ორი  წუთით და გეტყვით, რომ  ბატონ გოგი თოფაძესთან საუბრისას, ერთი რამ  დამამახსოვრდა გამოკვეთილად - პროფესიონალი კადრები არ გვყავს, ამიტომ უცხოეთში ვუშვებთ  ახალგაზრდებს სასწავლებლად,  რამდენიმე წელში პროფესიონალები დაგვიბრუნდებიანო... ერთი არ უთქვამს,  „პროფესიონალ კადრებს  სანთლით ვეძებთო...“

 

 

 როდესაც პროფესიონალი კადრების დეფიციტზე საუბარს ვისმენ,  სურვილი მაქვს, თითოეულ მათგანს ვუთხრა - ხომ არ დამაჭერინებდით ბატონო (ქალბატობო) თქვენს სანთელს ხელში, სულ მცირე ხნით მაინც?


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016