reportiori.ge - კახა კოჟორიძე : უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოს სივრციდან გასვლას აქვს თავისი პლუსები და მინუსები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:16
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე : უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოს სივრციდან გასვლას აქვს თავისი პლუსები და მინუსები
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 17:19

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გასვლის ინიციატივის ცალსახად დადებითად ან უარყოფითად შეფასება ძნელია. მისი შეფასებით, ამ საკითხს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. თუმცა არგუმენტი, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციიის საბჭოს ფარგლებში გადასვლასთან დაკავშირებით სახელდება, საია-ს თავმჯდომარეს არადამაჯერებლად ეჩვენება. "არგუმენტად მითითებულია, რომ უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს. ეს შეიძლება იყოს არგუმენტი, მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, იუსტიციის სამინისტროსაც აქვს სხვა ბევრი ფუნქცია და ცხადია, არჩევნებში არც ის უნდა ერეოდეს. ამიტომ მხოლოდ ეს არგუმენტი, არ შეიძლება, დამაჯერებლად ჩაითვალოს", - განაცხადა კოჟორიძემ. საია-ს თავმჯდომარემ შუალედური არჩევნების პერიოდი გაიხსენა, როდესაც, მისი ინფორმაციით, კომისიის წევრ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს ერთი პოზიცია ჰქონდათ, კომისიის თავმჯდომარეს კი – განსხვავებული. "ეს, შეიძლება რაღაც გაგებით კარგი იყოს, რაღაც გაგებით – ცუდი და კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს, თუ თავმჯდომარე და კომისიის წევრები რაღაც პოზიციაზე ვერ შეთანხმდებიან. ამავდროულად, შესაძლებელია, იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობისას კომისიის რეკომენდაცია უფრო მაღალი ალბათობით იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებების მიერ. ამიტომ ახლა ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია არ მაქვს – ეს კარგია თუ ცუდი. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ თუ ეს ცვლილება განხორციელდა, იყოს მექანიზმი, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან სხვა უწყების კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებსაც განსხვავებული რამის თქმა შეეძლებათ, პროცესში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ და ყველა ერთ აზრზე არ იყოს. ", - აღნიშნა კოჟორიძემ. უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება. ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო. "უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016