მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი „ოჩოპონტრე“ ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ დახმარებით სიონის წყალსაცავზე დასუფთავების აქციას მოაწყობს.
"ამ წყალსაცავს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს აქცია რაც შეიძლება მალე ჩაგვეტარებინა. ამას დაემატა ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს დაბინძურებული კერები. წყალსაცავში (დამბის მხრიდან) მრავლად არის სხვადასხვა სახის ბოთლები, ცელოფნის პარკები, ძველი ფეხსაცმელები და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსმა" კლუბის გამგეობას გადმოგვცა ნაგვის შესაგროვებელი 140 ცალი 120 ლიტრიანი ცელოფნის პარკი და 100 ცალი დიდი მოცულობის ტომარა, რაც საკმაოდ დიდი ფინანსური შეღავათი იყო ჩვენი კლუბისთვის“,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
"მერსი ქორფსი" ევროკავშირის დაფინანსებით გარემოს დაცვით პროგრამას ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ახორციელებს, თუმცა ისინი დასუფთავების აქციას მცხეთა-მთიანეთშიც დათანხმდნენ.