reportiori.ge - არჩილ ხაბაძე: ეკომიგრანტების საბინაო პირობებით უზრუნველყოფისთვის 12 მილიონი ლარია გათვალისწნებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 14:55
რეგიონები
არჩილ ხაბაძე: ეკომიგრანტების საბინაო პირობებით უზრუნველყოფისთვის 12 მილიონი ლარია გათვალისწნებული
14 ივნისი, 2014. 14:39



აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა, რომელშიც სამმხრივი მემორანდუმი მოათავსეს, საძირკველში ჩადეს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საბინაო პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ეკომიგრანტებისთვის 72-ბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. 18-თვიანი პროექტი 2015 წელს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს სამშენებლო კომერციული კორპორაცია "ხიდი" შეასრულებს. "სოციალური სახლების" მშენებლობით მთავრობა შეძლებს დააკმაყოფილოს: 2015 წელს - 84, 2016 წელს -50 და 2017 წელს - 50, ჯამში კი, 184 სოციალურად დაუცველი ოჯახი.

 

"სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საბინაო პირობებით უზრუნველყოფისთვის სამწლიანი პროგრამა შევიმუშავეთ და ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარია გათვალისწნებული. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4 მლნ ლარი, რაც გულისხმობს 72 ბინიანი სახლის მშენებლობას, რომლითაც დაკმაყოფილდებიან ხულოს რაიონში მცხოვრები ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები. ამ ეტაპზე კომისიის მიერ უკვე 35 ოჯახია შერჩეული, რომლებიც პირველ რიგში შესახლდებიან. ერთი მხრივ, კეთდება სოციალური სახლი, მეორე მხვრივ, ვცდილობთ დავასაქმოთ ადგილობრივები. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული, დასრულებამდე კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი დასაქმდება, განსაკუთრებით ვაშლოვანის მცხოვრებლები"- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016