reportiori.ge - „ქრონიკა“: რატომ დაიბარა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:01
საზოგადოება
„ქრონიკა“: რატომ დაიბარა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე
16 ივნისი, 2014. 17:22


ამის შესახებ გაზეთი ქრონიკა" აქვეყნებს სტატიას, სადაც ჟურნალისტი წერს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიზმესმენ ბიძინა ივანიშვილის შეუთვალა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს და მისი მოყვანილი გუნდი მანვე მართოს.


ილია მეორეს ბიძინა ივანიშვილისთვის შეუთვლია - შენ მიერ დატოვებულმა გუნდმა აშკარად ვერ გაამართლა, ნაციონალებს" ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავდათ, ეს ვიცოდი და რითაც შემეძლო იმით ვაკავებდი, ამათ კი საით მიჰყავთ ქვეყანა ვერც მე გავუგე და თავადაც ვერ გაუგიათ. ვიდრე ყველანი დიდ შარში არ გავხვეულვართ, მოდი, პოლიტიკაში დაბრუნდი და შენ მიერ მოყვანილი გუნდი თავადვე მართეო. პატრიარქს ისიც შეუთვლია ივანიშვილისთვის, რომ მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ნაცმოძრაობა" ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოსაწვევად აქტიურად მუშაობს, ამაზე ხელის აღებას არ აპირებს და საამისოდ ძალიან დიდ ფულსაც ხარჯავს. თუ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწო, ეს ქვეყნის დასასრული იქნება და მოდი, ეს საფრთხე ერთად შევაკავოთ და გავანეიტრალოთო. ივანიშვილი მზად ყოფილა, პატრიარქს შეხვდეს და მასთან ყველა საჭირო თემა განიხილოს. ის საკითხი, რომ ივანიშვილი პატრიარქს შეხვედრაზე დასთანხმდა, სადაც მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, მეტიც, შესაძლოა, ამ შეხვედრაზე ეს საკითხი დადებითადაც კი გადაწყდეს, ცალსახად ადასტურებს , რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას სერიოზულად ფიქრობს", - წერს გამოცემა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016