reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: სააკაშვილმა შექმნა ალ შიშანი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:38
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილმა შექმნა ალ შიშანი!
16 ივნისი, 2014. 19:12


სირიის ომში „კავკასიური" შტრიხები და აქცენტები  იკვეთება. ამირ აბუ ომარ ალ-შიშანი (სავარაუდოდ თარხან ბათირაშვილი) - წარმოშობით ქისტია და "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს" ჩრდილოეთ ფრონტის სარდალია. მასზე  გასული წლის ნოემბერში წერდნენ ექსპერტები -  ვახტანგ მაისაია და მამუკა არეშიძე.  ეს ადამიანი, ერაყში, ბოლო დროს განვითარერბულ მოვლენებში,  განსაკუთრებულად აქტუალური გახდა.  მან CNN-ი აალაპარაკა და ამერიკელები ამის გამო ერაყში შესვლას ხელახლა აპირებენ.

 

აღნიშნულ ადამიანზე,  „რეპორტიორი"  სამხედრო ექსპერტ,  ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:

 


-ამ ადამიანზე, პირველად მე და მამუკა არეშიძემ დავწერეთ.  „სირიის ომის კავკასიური შტრიხები", ასე ერქვა მასალას. ამირ აბუ ომარ ალ-შიშანი -იგივე თარხან ბათირაშვილი. ეს ადამიანი ეროვნებით ქისტი, ქართული წარმოშობისაა.  ქართული შეიარაღებული ძალების  სპეცდანიშნულების  რაზმების სერჟანტია.  რამდენჯერმე გმირობითაც გამოიჩინა თავი.  საკმაოდ ძლიერი მებრძოლიცაა.  ის მიხეილ სააკაშვილის  რეჟიმის მსხვერპლია. 2010 წელს დააპატიმრეს.  ერთი წელი გლდანის მე-8 საპყრობილეში გაატარა. საპროცესოთი გამოუშვეს.

 

-რა მიზეზეზით იყოს დაპატიმრებული?

 

-ფილტრაციის  პროცესში მოჰყვა, რომელიც სააკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს დაუწესა.  ამ ადამიანს, 2010 წელს, ციხეში შევხვდით.  2008 წლის აგვიტოს ომის  საინტერესო ანალიზს აკეთებდა. ჩანდა, რომ სამხედრო საქმეებში იყო ჩართული.  მასთან, შემდეგაც მქონდა  გარკვეული კონტაქტი. გადავწყვეტილი იყო, სირიაში უნდა ჩავსულვიყავით და ეს ადამიანი დაგვეკითხა.  ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით  გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა. შეხვედრა, სირიაში სიტუაციის დაძაბვის გამო არ შედგა. 

ეს ადამიანი, 2011 წელს თურქეთში, ისლამისტების, ალ-ქაიდას მომხრე ძალების შემადგენლობაში  მოხვდა. იმ დროს, თურქეთში დაქირავებული მებრძოლების შეკრება მიმდინარეობდა.  დღეს, ერაყში და სირიაში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებების, სამხედრო ფორმირებების ბირთვს კავკასიელები წარმოადგენენ:  ჩეჩნები, დაღესტნელები, რამაც ხელის შეუწყო ამ დაჯგუფებებში იერარქიული კიბე საკმაოდ სწრაფად გაეარა. ამჟამად, ალ-ქაიდას სამხედრო დაჯგუფება,  არის ერაყისა და ალ-შამის, სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო. აი, ამ სამხედრო ფორმირების მეთაურია ამირ აბუ ომარ ალ-შიშანი. მის დაქვემდებარებაშია 5-დან 8 ათასამდე ადამიანი. მისი სახელი აბუ-უმარ ალ-შიშანია, აბუ-უმარი ისლამური წმინდანია, ერთ-ერთი ხალიფა, ხოლო შიშანი - კავკასიელს ნიშნავს. ვისაც გვარში შიშანი უწერია - კავკასიელები არიან.  ისეთი  გავლენიანი მეთაურია, რომ უკვე  CNN-ი აალაპარაკა და ამერიკელები ამის გამო ერაყში შესვლას ხელახლა აპირებენ.

ნოემბერში ვწერდით, რომ ეს დაჯგუფება   ერაყის აღმოსავლეთის მიმართულებით გააქტიურდებოდა  სრული მასშტაბით, რაც დადასტურდა.  ერაყში, საკმაოდ სერიოზული სიტუაცია შეიქმნა,  ბაღდადის დაცემას დღე-დღეზე ელოდებიან. სუნიტური ყველა დაჯგუფება, მასობრივად უერთდება  ალ-შიშანის ამ ფორმირებას.  ფაქტობრივად, იქმნება, საკმაოდ ძლიერი  ისლამური წინააღმდეგობის ძალა.

 

-რისკენ მიისწრაფის აღნიშნული დაჯგუფება?

 

-საუბარია, რომ  იმ ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე პირველი არაბული ხალიფატი შეიქმნა, უნდა აღდგეს ანალოგიური ტიპის -ისლამური თეოკრატიული  სახელმწიფო, რომელიც შარიათულ  სამართალზე აღმოცენდება. ეს იქნება საყრდენი ძალა, რომლიდანაც მოხდება ამ დოქტრინის გაგრძელება სხვა მიმართულებით, ეს იქნება ცენტრალური აზია, პაკისტანი და ავღანეთი. რაც მთავარია,  გაგრძელდება კავკასიის მიმართულებით.  ვაჰაბიტური დაჯგუფება, უკვე  აზერბაიჯანშიც გააქტიურდა.  იგივე ძალა ქვემო ქართლშიც საკმაოდ მომძლავრდა. შესაბამისად, პანკისშიც იქმნება ახალი საშიშროება ამ მიმართულებით. ვაჰაბიტები, აფხაზეთშიც ბრუნდებიან. სამი ძირითადი ანკლავი, მარტო  საქართველოშია. ძალიან მალე საქართველოშია მოსალოდნელი აქაური ისლამისტების გააქტიურება.

 

-დაახლოებით რა პერიოდისთვის ელოდებით მათ გააქტიურებას?

 

-ერთ თვეში გააქტიურდებიან.  ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში განახორციელებენ საკმაოდ მსხვილ დარტყმას, შემდეგ კი არ გამოვრიცხავ ამ  ყველაფრის გადმონთხევა საქართველოშიც მოხდეს.

 

-რამდენად ვართ მზად ამ ყველაფრისთვის?

 

-საკმაოდ დელიკატური თემაა. წმინდა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე,  თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. მთავრობას უნდა დაუსვათ ეს კითხვა, რამდენად არიან ისინი ამისთვის მზად?

 

-უშუალოდ თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

-მგონია, რომ ასეთი პროგნოზის განვითარების ფონზე, ჩვენ მზად არ ვართ. იმედია, არ გამართლდება ეს პროგნოზი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ,  2013 წლის ნოემბერში ჩემი და ბატონი მამუკა არეშიძის პროგნოზი როგორ ახდა, არაფერი არ არის გამორიცხული.

 

-მიხეილ სააკაშვილმა  რატომ  მოიშორა ალ-შიშანი?

 

-მიშას კონტრდაზვერვამ, იმდენად საშიშ ადამიანად ჩათვალა, რომ დააპატიმრეს. იმ ადამიანებს, რომლებიც  ომში  იბრძოდნენ  და რაღაც ინფორმაციებს ფლობდნენ - სხვადასხვა გზებით უსწორდებოდნენ.

მიშას ეს მიდგომა, პირდაპირ უკავშირდება ქარდავას და ცინდელიანის მკვლელობებს. როცა სააკაშვილმა არმიის წმენდა დაიწყო, პირველ რიგში იმ ადამიანებს შეეხო, რომლებსაც საბრძოლო საქმეებთან ჰქონდათ შეხება.  რატომ გააგზავნა მიშამ ავღანეთში ამხელა კონტიგენტი? - თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, სააკაშვილის 2010-12 წლის პოლიტიკას პასუხი გაეცემა.  აშკარა გახდება მისი სახალხო დანაშული.

 

-რას გულისხმობთ?

 

-მან, საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად მოშალა. ეშინოდა, რომ ბრძოლაში  დამარცხების  შემდეგ არმია მის წინააღმდეგ დაიწყებდა მოქმედებას.  ამის გამო  მოიგონა   მუხროვანის ამბოხი, საფრთხე შეუქმნეს დავით თევზაძეს... ყველას, ვინც სამხედრო საკითხებში ერკვეოდა - გადაწყვიტეს მოეშორებინათ.  ქარდავა, შავაძე, თეთაძე - სამივე  სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი იყო. მტრის ზურგში იბრძოდნენ და რეალური სიტუაცია იცოდნენ. ყველა დაკარგული სამახედრო, ამ წესითაა ლიკვიდირებული.

მსგავს სიტუაციაში მოხვდა ალ შიშანიც, ის რომ ალ-ქაიდას დაჯგუფებაში მოხვდა, სააკაშვილის ბრალია.  მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ალ შიშანი!  მიშამ უბიძგა მას, რომ დაქირავებული მებრძოლი ყოფილიყო.  მიშას უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებს  შეექმნა საფრთხე. რომ არ ყოფილიყო ალ-შიშანი, ისლამისტები ვერც მოსულს აიღებდნენ, ვერც ერაყს და ვერც ბაღდადს! ალ-შიშანია გენიოსი ადამიანი. მიშას დაშვებულმა იდიოტურმა შეცდომამ  ჩამოაყალიბა ეს ადამიანი ისეთად, როგორიც  დღეს არის!


P.S.   ერთი ადამიანის აქტივობა, ზოგჯერ, მსოფლიოს ცხოვრებას ცვლის - ზოგიერთის-დადებითისკენ, ზოგიერთის კი  - უარყოფითისკენ.   ამირ აბუ ომარ ალ-შიშანის აქტივობამ  უარყოფითი ცვლილებები გამოიწვია. თვლიან, რომ გენიოსია... ის ალ-ქაიდამდე,  ქართულ არმიაში მსახურბდა და  მისი ამ ნიჭის გამოყენება, ალბათ დადებითი შედეგებისთვისაც  შეიძლებოდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016