reportiori.ge - რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 14:54
რეგიონები
რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდა
17 ივნისი, 2014. 11:11


დღეს დილის 5 საათზე განმეორებით ჩამოწოლილმა დიდი მოცულობის მიწამ და კლდის ნაშალმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე, რიკოთის გვირაბის დასავლეთით მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.


მომხდარის გამო, საავტომობილო გზის კმ136-კმ152 მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.


მეწყერის ადგილზე იმყოფება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ნუგზარ გასვიანი. ამ წუთისთვის რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მობილიზებულია  შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.


ადგილზე ელოდებიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ახლადშექმნილი ვითარება უნდა შეისწავლონ. გადაწყვეტილება, საავტომობილო მოძრაობის განახლების შესახებ, მათი დასკვნებისა და რეკომენდაციების შედეგად მიიღება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016