reportiori.ge - ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო რეფორმის მიმდინარე საკითხები განიხილეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:57
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო რეფორმის მიმდინარე საკითხები განიხილეს
17 ივნისი, 2014. 18:51


17 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  საპენსიო  სისტემის  რეფორმის  საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი  საბჭოს  სხდომა გაიმართა, სადაც  კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე მუშაობის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. საბჭოში შემავალი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად  სხდომას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. 


საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ნებაყოფლობითი და სავალდებული მონაწილეობის საპენსიო სისტემის კონცეფცია.  „ვისაუბრეთ ამ კონცეფციასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე,   გაიწერა სამუშაო გეგმა და განისაზღვრა 2014 წელს გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა" - აღნიშნა ოთარ ძიძიკაშვილმა.


საპენსიო სისტემის რეფორმის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია გასულ წელს შეიქმნა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეროვნული ბანკის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები შედიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016