reportiori.ge - ვანო მაჭავარიანი: განვიცდიდი, რომ შავ სიაში მოვყევი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:54
საზოგადოება
ვანო მაჭავარიანი: განვიცდიდი, რომ შავ სიაში მოვყევი!
19 ივნისი, 2014. 11:49


საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა „მაესტროს 9-იანში", თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მაჭავარიანი არ უარყოფს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მასთან მიმართებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებამ იქონია.


რომ გითხრათ, არ იქონია-მეთქი, დამიჯერებთ? ფაქტია, ძალიან რთულია, როცა ადამიანი ენერგიას ხარჯავ, ემსახურო ქვეყანას, პრეზიდენტის ინსტიტუტს და სანაცვლოდ ამხელა კრიტიკას იღებ, თან უსაფუძვლოს და ძალიან ბევრი რამ, რაც ბიძინამ გააჟღერა, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ამან იქონია თავისი გავლენა, მაგრამ გადამწყვეტი არ იყო, თუმცა ყოველთვის განვიცდიდი , რომ გარკვეულწილად, შავ სიაში მოვყევი, ეს იგრძნობოდა. ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ რა ბიძინას დამოკიდებულება ჩემდამი, უცბად შეიცვალეს თავისი განწყობა და დისტანცირება მოახდინეს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მე და გიორგიმ ერთობლივად მივიღეთ. პრეზიდენტს არაერთხელ განვუცხადე, რომ ძალიან მიჭირს იმ სიტუაციაში ყოფნა, როცა მუდმივი უარყოფითი ფონი არსებობს და ადამიანები ადმინისტრაციაში და ადმინისტრაციის გარეთ ცდილობენ ქულების დაწერის მიზნით ვანო მაჭავარიანზე ენა მიიტანონ ან საქმიანობაში ხელი შეუშალონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016