reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გუშინდელ სხდომას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:52
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გუშინდელ სხდომას ეხმაურება
19 ივნისი, 2014. 17:43


„ნაციონალური მოძრაობა" პარტია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გუშინდელ სხდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომისიას შედეგების გადამოწმება საერთოდ არ აინტერესებს. პარტიის განცხადებით, ინსტრუქციას მარნეულის საოლქო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან იღებს.

 

მიმდინარე წლის 15 ივნისს მარნეულში განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან და მით უფრო, გამჭვირვალე და დემოკრატიურ არჩევნებთან.

 

ცსკო-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ასახული ციფრები არანაირად არ გამოხატავს მარნეულის ამომრჩევლის ნებას, როგორც ამის წარმოჩინებას ცდილობს  ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების - პოლიციისა და სუს-ის, აგრეთვე, ადგილობრივი ავტორიტეტების ნება-სურვილი. 

 

გუშინ მარნეულის საოლქო კომისიაში გამართულმა ე.წ. საჩივრების განხილვის სხდომამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. საოლქო კომისიას არ აინტერესებს უბნის შედეგების გადამოწმება (რომ არაფერი ვთქვათ გაბათილებაზე), იმ შემთხვევებში, როდესაც ყუთიდან 84 ბიულეტენით მეტია ამოსული (მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და არც იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნებში მონაწილე 663 ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა თითქოს არ მიიღო (თან წაიღო ბიულეტენი). ისინი ყველაფერ ამის გამართლებას ცდილობენ სრულიად გაუგებარი და უკანონო ე.წ. ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არჩევნების დღიდან 2 დღის შემდეგაა შედგენილი.

 

ყველაზე სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედების ინსტრუქციას ისინი იღებენ ცსკ-დან. იმის ნაცვლად, რომ  ცსკ ცდილობდეს, სათანადოდ მოხდეს ყველა საჩივრის განხილვა, ისინი პირიქით, სტიმულირებას აკეთებენ, რომ ყველა საჩივარი დარჩეს განუხილველი და იმის მიუხედავად, რომ გადათვლის ან გაბათილების მოთხოვნა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მოდის, საოლქო კომისია კენჭისყრით უარს აცხადებს. მხოლოდ გუშინ მარნეულის საოლქო კომისიამ 43 განკარგულება მიიღო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ. ანალოგიური მდგოამრეობაა ყველა სხვა საოლქო კომისიაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს არა რეალური შედეგები მიაწოდოს საზოგადოებას, არამედ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს საარჩევნო პროცედურები.

 

გვინდა, განვაცხადოთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და დაიცავს თითოეულ ხმას, რომელიც პარტიის მაჟორიტარობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებმა და საარჩევნო ბლოკმა მიიღო", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016