reportiori.ge - გულიკო ზუმბაძემ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:54
პოლიტიკა
გულიკო ზუმბაძემ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა
19 ივნისი, 2014. 18:33


თბილისის საკრებულოს წევრმა, გულიკო ზუმბაძემ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ქ.თბილისში, ქვემო ალექსეევკის ტერიტორიზე მდებარე ალუმინის საწარმოს (შპს „გეგმეტი") მავნე ზემოქმედებას და ამ პრობლემის გადაჭრის საკითხს ეხებოდა.


შეხვედრას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, სახალხო დამცველისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული მოქალქეები ესწრებოდნენ.


როგორც საკრებულოს დეპუტატმა, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, ალექსეევკის ტერიტორიზე მდებარე ალუმინის საწარმო ეკოლიგიისთვის და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიშია და ეს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს შესაბამისი სანიტარული სამსახური, რომელიც მსგავსი სახის შემთხვევებს კონტროლზე აიყვანს და სათანადო შემოწმებასა და მონიტორინგს აწარმოებს. საკრებულოს წევრის თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გულიკო ზუმბაძემ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართა, რომ შეიქმნას სამსახური რომელის განსაზღვრავს ნორმებს, მსგავსი საწარამოებისთვის და შემგომ გააკონტროლებს მათ მუშაობას.


საკრებულოს დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ თანმიმდევრული მუშაობით სასურველი შედეგი მიღწეული იქნება, რათა დღეს არსებული პრობლემები გამოსწორდეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016