reportiori.ge - დავიჯერო ასეთი უნიჭოები ვართ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:44
სპორტი
დავიჯერო ასეთი უნიჭოები ვართ?
21 ივნისი, 2014. 13:03

ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატმა სერიოზულად ჩამაფიქრა. იქ მიმდინარე პერიპეტიებს დროებით თავი დავანებოთ და ჩვენს რეალობაში გადმოვერთოთ. ათიოდე წლის წინ საქართველოს ნაკრები კოსტა-რიკას რომ შეხვედროდა, მერწმუნეთ, საკმაოდ იოლად მოუგებდა იქაც, აქაც და ჩრდილოეთ პოლუსზეც. დღეს, ლათინოამერიკელებმა მსოფლიოს ორ ჩემპიონს (ურუგვაი, იტალია) მოუგეს და მესამე (ინგლისი), ჯგუფში ჩატოვეს. და სად ვართ ამ დროს ჩვენ? ვიქნები დელიკატური და ხმამაღლა არ ვიტყვი სადაც ვართ... ვაგებთ ყაზახეთთან, ემირატებთან, ფრედ ვთამაშობთ ისეთი ქვეყნის გუნდებთან, სადაც ფეხბურთის არსებობა გუშინწინ გაიგეს და ბურთი პირველად გუშინ ნახეს. საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები სიმინდის ყანებში (თქვენი ნებართვით ვიხმარ ამ ცნობილ გამოთქმას) აგორებენ ბურთს, ხოლო ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები მესამე დონის (საფეხბურთო თვალსაზრისით) ქვეყნების კლუბებში თამაშობენ, წარსულში ზოგიერთ გამოჩენილ ფეხბურთელსა და ახლა მწვრთნელს ტაქტიკა და სტრატეგია სამხედრო ტერმინები ჰგონია და ა.შ... ეს ისე, ჩემი, თქვენი და ყველას გულის გასახეთქად.


ახლა, ისევ ნაღდ საფეხბურთო სამყაროს დავუბრუნდეთ. კოსტა-რიკამ მართლა საოცრება მოახდინა. ურუგვაისთან გამარჯვება ბევრმა, და მათ შორის მეც, მეტოქის შეუფასებლობასა და იღბალს მიაწერა, მაგრამ გამოჩნდა, რომ გუნდი ტაქტიკურად გამართულ, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და იტალიასთან მოგება მათთვის ალალი იყო. მომავალ შეხვედრებში ფეხი რომ არ გაანძრიონ, სამშობლოში მაინც გმირებად დაბრუნდებიან, თუმცა ვნახოთ...



ბოლო წლებში საშუალო დონეზე მოთამაშე საფრანგეთმა, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი მთავარი ლიდერი მოისაკლისა: რიბერიმ ტრავმა მიიღო, ნასრი დეშამმა არ წაიყვანა; თუმცა აღმოჩნდა,რომ „მამლები" მათ გარეშეც ყინჩად გამოიყურებიან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ყველას და ყველაფერს მუსრს ავლებენ. ოტმარ ჰიცფელდის გაწვრთნილ შვეიცარიას 5 გოლს რომ გაუტან, ეს უკვე სერიოზული განაცხადია.


ამ ორი უაღრესად საინტერესო შეხვედრის ფონზე, ისიც ვთქვათ, რომ ეკვადორმა ჰანდურასს 2:1 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი შეინარჩუნა.


ამასობაში, ქართველი გულშემატკივარი ზის თბილისის კაფე-ბარებში, ზოგი „ფორცა იტალიას" გაჰყვირის, ზოგი „ოლე, ოლეს" გაიძახის და გამწარებული ქომაგობს უცხო ქვეყნის ნაკრებებს.


ამ დროს, სად არის საქართველოს ნაკრები? ჰო, მგონი ეს უკვე დავაფიქსირეთ.


P. S. გუშინ, ფეხისხმას აყოლილმა ერთმა მეზობელმა მკითხა, ტოტალიზატორში ფსონის დადება მინდა და მასწავლე 5 ლარით 50 როგორ მოვიგოო. ალბათ მიხვდით, რომ ფეხბურთში ისევე ერკვევა, როგორც ზოგიერთი ჩვენი მწვრთნელი. მეც გავეხუმრე, იტალიასთან კოსტა-რიკის მოგებაზე დადე და მოგიებ-მეთქი...

 

შემომხედა და დამცინი არაო?...

 

თურმე ვინ ვის დასცინის!!!!


გულდამძიმებული: თამაზ ჩიქვანაია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016