reportiori.ge - გიგი კალანდაძე – ალასანია ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს მალავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:53
პოლიტიკა
გიგი კალანდაძე – ალასანია ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს მალავს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 19:03

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჯარის კვებისთვის გათვალისწინებული 500 ათასი ლარიდან თანხის, მის მიერ მითვისება სიცრუეა. „ეს არის ტყუილი და მინიმუმ რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს მინისტრი, სანამ ჩემს მუნდირს შეეხება და ასეთ ცილს დამწამებს".

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ რამდენიმე თვის წინ ტელეეთერში თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ ცრუ განაცხადებაზე, თითქოს მხოლოდ 13 ჯარისკაცი მოიწამლა.

მოიწამლა რამდენიმე ასეული რისკაცი. პირველი მოწამვლის ფაქტი მე-2 და მე-3 ბრიგადაში მოხდა. ერთი თვის შემდეგ მსგავსი ფაქტი მე-4 ბრიგადაში განმეორდა. ალასანია ამ შემთხვევებს მალავს. მეორე ფაქტი, საერთოდ არ გახმაურებულა. ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი უხარისხო საკვებია", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა აღნიშნა, რომ დღეს სამხედრო პოლიციაში იმყოფებოდა და ლოჯისტიკის სარდლის, გიორგი კერესელიძის მიერ, მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გააცნეს. „თითქოს ჩემი დავალებით, კერესელიძემ ზუგდიდის აქციის მოსაწყობად, უკანონოდ გამოყო საწვავი. ამ საკითხზე დღეს მოწმის სტატუსით დამკითხეს", - დასძინა გიგი კალანდაძემ.

მისივე თქმით, ლოჯისტიკის სარდალი გიორგი კერესელიძე სამხედრო პოლიციამ რამდენიმე თვის წინ ადამიანების ცემის გამო დააკავა. მან ეს დანაშაული აღიარა. შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან საეჭვო გარანტიები მიიღო და ციხიდან არა მარტო გაათავისუფლეს, თანამდებობაზეც დააბრუნეს.

კალანდაძემ მიმართა სამართალდამცველებს, მოიკვლიონ, რა მიზეზით შეწყდა ამ ადამიანზე საგამოძიებო მოქმედებები. გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აპირებს, დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას და შემდეგ სამართლებრივი გზით გააგრძელოს ბრძოლა აღნიშნულ პირთა მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016