reportiori.ge - საქართველოს პატრიარქი ილია II: საქართველო გაბრწყინდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:05
მთავარი თემა
საქართველოს პატრიარქი ილია II: საქართველო გაბრწყინდება!
23 ივნისი, 2014. 02:22



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში დღეს სინოდის მიერ ახლად არჩეული მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, "ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, თუ რა არის სასწაული, სასწაული ის არის, როცა სინამდვილეში ხდება ესა თუ ის მოვლენა, მაგრამ ადამიანის გონება ვერ წვდება ამას. სინამდვილეში ეს არის ღვთის ქმნილება და ღვთის სასწაული.

 

ის, რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ამდენი მღვდელმთავრები, ამდენი სამღვდელოება, ამდენი მონასტერი, ტაძრები, სამების ტაძარი, ეს ყველაფერი სასწაულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვაფიქროს ამან, ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს ამ მოვლენამ ის, რომ არის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. აი, ამიტომ, ეკლესია, ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უფლის შესახვედრად, უფლის თაყვანისსაცემად", - აღნიშნა ილია მეორემ.

უწმინდესმა არქიმანდრიტ საბა ინწკირველსაც მიმართა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა. "თქვენ არჩეული ხართ ასეთი რთული ეპარქიის მღვდელმთავრად. სადაც მრავალი რელიგია და მრავალი ერის წარმომადგენელია, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვეშველებოდა ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი ქართველი ხალხი რომ გაიხვეწა უცხოეთში და ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ და აი უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ ის მადლი და ის წყალობა, რომ უცხოეთის ქვეყნებში დადგინდა მრავალი სამღვდელოება და მღვდელმთავარი", - ბრძანა პატრიარქმა.

 

ამასთან, უწმინდესმა გაიხსენა ის, რომ როდესაც მას აკურთხებდნენ, სულ რაღაც 5-6 ეპისკოპოსი იყო მაშინ. ახლა კი საქართველოს 48 ეპისკოპოსი ჰყავს. "როცა მე მაკურთხებდნენ, 5-6 ეპისკოპოსი იყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ეყოლებოდა 48 ეპისკოპოსი. ეს წარმოუდგენელია და ეს არ არის არც ჩემი დამსახურება, არც ჩვენი სინოდისა, არც ხელისუფლების, მით უმეტეს. ეს არის წყალობა ღვთისა. თქვენ იგზავნებით ამერიკაში მეუფე საბა, იმისათვის, რომ მოამზადოთ, შეკრიბოთ ერთად სამღვდელოება და ერი და დააბრუნოთ სამშობლოში. ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა. მაგრამ იქ ყოფნისას თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ დაივიწყოს ხალხმა ქართული ენა, ქართული წერა, ადათი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016