reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე მოვლენას დატვირთვა არ უნდა მივანიჭოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:45
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე მოვლენას დატვირთვა არ უნდა მივანიჭოთ
25 ივნისი, 2014. 02:06



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის დავით უსუფაშვილის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავშირებულ თემებთან საზოგადოება და მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მისი თქმით, ისტერიის შექმნა სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ არაადექვატურია, მაშინ, როდესაც ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას.

 

„სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დროდადრო ამ საკითხს წამოაყენებენ ხოლმე.  ხოლო რატომ რატომ ხდება საუბარი რეფერენდუმზე  ახლა და ამ მომენტში, ეს უკვე საერთო გეოპოლიტკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ისტერიული ფონის შექმნა არ იქნება სწორი.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე მოვლენას, ეს იქნება არჩევნებად თუ  რეფერენდუმათ წოდებული მოვლენა,  ჩვენ  არ უნდა მივანიჭოთ დატვირთვა.  ჩვენ არ მივცემთ საბაბს ვინმეს რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სახის აგრესია დაიწყოს.“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და საკითხთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძესაც გამოეხმაურა.  

 

„მინდა ვთხოვო ნინო ბურჯანაძეს, რომ საქართველოს ეს ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ის ხაზი, რომელზეც დღეს იგი საუბრობს არის საოკუპაციო ზოლი. ჩვენ აქედან სპარინგ-პარტნიორობა არ უნდა გავუწიოთ.“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.  

 

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ სამხრეთ ოსეთში მოსაოდნელ რეფერენდუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოაეს ფაქტი საქართველოსთვის კატასტროფული ვითარების მომტანი აღმოჩნდეს.

 

„ვისაც ეს არ ესმის, მე დაგიხატავთ ძალიან მარტივ სურათს: თუ ამ რეფერენდუმის შემდეგ ჩვენი მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ჩვენი ქვეყნის ბედი მთლიანადიქნება დამოკიდებული რუსეთის ე.წ კეთილ ნებაზე. იმიტომ რომ ამ რეფერენდუმისშემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახელწმიფო საზღვარმა გაიაროსგორიდან რამდენიმე კილომეტრში, რასაც სავარაუდოდ, მოყვება თბილისი-სენაკისმაგისტრალის გადაკეტვა, რამაც ქვეყანა შეიძლება ორად გაყოს. რუსეთის დე-ფაქტოტერიტორიაზე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისგარანტიების ისედაც მცირე ნაწილი, მათ შორის ნავთობსადენი და გაზსადენი.

 

 

თავს ვიკავებდი ამის გაშიფრვისაგან, მანამ ვიდრე ჩვენ ამ საგანგაშო რეალობის წინაშე არ დავდექით და მე მაიძულებს ამ ვითარების გაშიფრვას ის ფაქტი, რომდღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს აკეთებს ამ საფრთხეებისთავიდან ასაცილებლად“-, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016