reportiori.ge - პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ კანონპროექტს უკმაყოფილება მოჰყვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:17
პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ კანონპროექტს უკმაყოფილება მოჰყვა
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 19:23

არასაპარლამენტო ოპოზიცია და კოალიციის წევრი პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ კანონპროექტს უკმაყოფილება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მხრიდან მოჰყვა. პარტიების წარმომადგენლებმა ის მიზეზები დააკონკრეტეს,  პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი რატომაც არ დაუჭირეს.

„ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ყველა პარტიის  დაფინანსება იზრდებოდა,  მაგრამ ისინი საერთო დაფინანსების გაზრდის გარდა,  2 მილიონზე მეტ ლარს იმეტებდენ საპარამენტო პარტიებისთვის, რადგან შეინარჩუნონ  ის მონოპოლია, რომელიც მათ და  „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ"- ეს განცხადება  ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობას" „ქართული ოცნებისთვის" კომფორტულ ოპონენტად მიიჩნევს და წუხილს გამოთქვამს, რომ, ამ კანონპროექტის მიხედვით, მისი პარტია ვერც ადგილობრივი თვითმართველობის და ვერც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.

„დღეს არსებული ვითარებით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება. პრეზიდენტის არჩევნების შედეგები არადემოკრატიული და არალეგიტიმური იქნება. ეს ქვეყანას უბიძგებს ახალი პოლიტიკური კრიზისისაკენ"-მიიჩნევს  კახა კუკავა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიგი წერეთელს კი მიაჩნია, რომ   მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ არის და შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით  კომენტარი დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცვლილებებზე შეთანხმება ვეღარ მოესწრება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ყველა ხარვეზის გამოსწორებას შეეცდება.

შეგახსენებთ, დღეს ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს  სპეციალური მემორანდუმი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას  თანხმდებიან. ამ მემორანდუმს ხელს  20 პარტია აწერს,  სამი კი არ ეთანხმება. ესენია: „ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა," „ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა" და „მწვანეთა პარტია",  რომელიც „ ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალი პარტიაა.

პროექტის მიხედვით, ერთჯერად დაფინანსებას არჩევნების შედეგად პირველი 7 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური  გაერთიანება მიიღებს.  

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016