reportiori.ge - ნანა დევდარიანი: ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება ძალიან გაგვიჭირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:34
"რეპორტიორის" თვალით...
ნანა დევდარიანი: ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება ძალიან გაგვიჭირდება
25 ივნისი, 2014. 18:10



„ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება ძალიან გაგვიჭირდება, რადგან საქართველოში ევროპული სტანდარტების პროდუქცია არ არის. ამასთან, ჩვენ ევროპულ ბაზარზე შესვლის ფასს ვიხდით, რაც იმას ნიშნავს, რომ  გორის ვაშლი ესპანურ ვაშლზე იაფი არ იქნება“, - განაცხადა „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

 

 

„გლობალური კვლევების ცენტრმა“  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ საექსპერტო კვლევა მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო „ვერე პალასში“ გაიმართა.

 

კვლევაზე 20-მდე ქართველი ექსპერტი მუშაობდა. მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ

ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას, რადგან შეთანხმების ხელმოწერა არის პროცესის დასაწყისი და არა დასასრული.

 

„პირველი და უმთავრესი პრობლემა, ჩვენი აზრით, არის ის, რომ წინა ხელისუფლების ინერციით, ახალიც მეტისმეტად პოლიტიზებულად უდგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მოსახლეობაში ჭარბ მოლოდინებს ქმნის. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მთავრობის საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის შედეგია მოსახლეობაში შექმნილი წარმოდგენა, თითქოს უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვექნება, ცოტა ხანში კი ევროკავშირშიც მიგვიღებენ. ეს წარმოდგენები დიდი იმედგაცრუების წყაროდ შეიძლება იქცეს“, - ნათქვამია კვლევაში.

 

ექსპერტების თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სერიოზულად უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლების მიერ (მარტო ბოლო სამი წლის მანძილზე, სულ ცოტა, ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი - ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საქართველო 2020 - პროექტი (2014 წ. თებერვალი). უნდა განხორციელდეს  მათი სერიოზული რევიზია, რადგან ამ დოკუმენტების მთელი რიგი დებულებები არ  შეესაბამება ასოცირების შეთანხმების  სულისკვეთებას.

 

 

დიდი იმედები , რომ ქართული პროდუქცია დაიპყრობს ევროპულ ბაზარს, არ უნდა გვქონდეს. გარდა ევროკავშირის მიერ საკუთარი ბაზრის დაცვისა, ჩვენი ამჟამინდელი პოტენციალი ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა არის საქართველოს ეკონომიკის უსუსტესი რგოლი, ამ დარგში საქართველოში შრომის მწარმოებლურობა  60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამგვარად, გადაჭარბებულად გვეჩვენება ის იმედები, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში „ეგრევე“ და დიდი რაოდენობით მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა“, - აცხადებენ ექსპერტები.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016