reportiori.ge - სოზარ სუბარი : ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულებას კანონი უკრძალავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:50
პოლიტიკა
სოზარ სუბარი : ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულებას კანონი უკრძალავს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 19:38

სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულებას კანონი უკრძალავს.
მისი თქმით, ყველა პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს ერთნაირ პირობებში. 
"ციხე არ არის კემპინსკის სასტუმრო, პატიმრის მონახულებას კანონი არეგულირებს და ძიების ეტაპზე ამ პიროვნების მონახულება ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე განცხადებით, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამინისტრო გამონაკლისს ვერ დაუშვებს. რაც შეეხება იმას, რომ მერაბიშვილი გამხდარია, სოზარ სუბარი ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, იგი საპყრობილეში ვარჯიშობს, მინისტრის თქმით, მერაბიშვილი კვებას არ უჩივის. რაც შეეხება ექიმის მონახულებას, სუბარის განცხადებით, მერაბიშვილს ამის უფლება აქვს. 
"მაშინ როცა ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი, პატიმრებისთვის ექიმის მოსანახულებლად მხოლოდ 168 დოლარი იყო გამოყოფილი, დღეს კი ერთ პატიმარზე 680 დოლარი იხარჯება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016