reportiori.ge - თაკო ჩარკვიანის შოკისმომგვრელი წერილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თაკო ჩარკვიანის შოკისმომგვრელი წერილი
ავტორი:
28 ივნისი, 2014. 18:19


აი, არჩევნები დასრულდა, მეორე ტურიც დაინიშნაა... აუ, ისეთი ამბავი ატყდა, ტელევიზორს რომ ვრთავ, „ბოი ბეზ პრავილ" მგონია, ანუ ჩხუბი წესების გარეშე. ცოტა ხნით არჩევნები იქით გადავდოთ და ბოლოდროინდელ მოვლენებს გადავხედოთ. უკვე კარგა ხანია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაგიჟდა - აბა, ხომ არ ვიტყვი, საზოგადოების დიდი ნაწილი გაგიჟდა-მეთქი. რა სისულელეა! ხომ გადამცემენ ანათემას, რას ამბობთ, როგორ ვიკადრებ, ჩვენი საზოგადოება ხომ ყველაზე ღირსეულია ამ ქვეყნად.

 

 

მეძავები, „გომიკები", პატრიოტები, ქალიშვილები, ვირიშვილები და ოქროს მაძიებლები - საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!


ამას წინათ, ერთი პარტიის ლიდერი ქალბატონი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, მერე რა, რომ ამდენი ხანი თაღლითურად ვიქცევი და 20 წელია, ადამიანებს ვატყუებ, რით აღარ გადაგავიწყდათო, შედარებითია ყველაფერი და ნაცებს აღარ ვჯობივარო? მართლა ასე თქვა, ჩემი აქეთ გადმოხტომა რა სალაპარაკოა, აგერ, თქვენს პარტიაში მრავლად არიან „გადამხტარებიო".


ყველაზე ცუდი კი ის არის ამაში, რომ ამ თაღლითურ ლოგიკაში არის რაღაც რაციონალური სიმართლის მარცვალი.


ცოტა ხნის წინ, საზოგადოება არჩევდა facebook-ზე, ხელოვნური ბავშვები ანუ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები დასაშვებია თუ არა. იმ აზრამდეც კი მივიდნენ  ზოგიერთები, ისეთ სიღრმეებში შევიდნენ facebook-ზე, რომ ამ დაუნდობლობის ცოტა შემეშინდა კიდეც.


ამას წინათ, ერთი ჩემთვის და შეიძლება, ჩემი მკითხველისთვისაც ნაცნობი ქალბატონი მოვიდა ჩემთან და პეტიცია მომიტანა, ხელმოწერებს ვაგროვებთ პატრიოტი ქალები, ვისაც გული შეგვტკივა სამშობლოზე, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი აღდგესო (ჩემმა მეგობარმა, ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა მითხრა, ჩემთანაც იყვნენო). გავოცდი და ერთი კი ვკითხე ამ ქალბატონს, დავუშვათ, ჩვენ მოგიწერეთ ხელი, მერე, რა მექანიზმით უნდა აღადგინო-მეთქი, როგორ აკონტროლებ მაგ ამბავს-თქო. წარმოვიდგინე გაკონტროლების პროცესი და ცოტა გამეცინა. რომ მიხვდა, ვხუმრობდი, გამინაწყენდა, კარი გაიხურა და წავიდა, თან მითხრა, მე შენ ვერ გცნობ,  ასეთ ტრადიციებზე გაზრდილ გოგოს, რა გჭირსო, - მითხრა ნაწყენმა. არაფერი ვუპასუხე, ერთი კი გავიფიქრე, რა მცდარი წარმოდგენა აქვს ამ საწყალს ტრადიციებზე-მეთქი.


მერე ვნახე, ეს ქალი ძალზე აქტიურად იყო ჩართული სწორედ იმ პოლიტიკოსის  მოღვაწეობაში, ზემოთ რომ ვსაუბრობდი. მივხვდი, სადაც იყო ძაღლის თავი დამარხული, მაგრამ ამოთხარე და იყავი, მერე, რა - ის დადის და ხელმოწერებს აგროვებს. ისე, გამიხარდა: გავიგე, რომ ბევრი ვერ მოუგროვებია.


არა, მე კი ვხუმრობ ამის თაობაზე, მაგრამ ამას წინათ, ერთმა ისიც მითხრა, რა, ვითომ, ამერიკის შეერთებული შტატები თუ არსებობს, საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდაო, ჩვენ რა, ცუდად ვიყავით? ბოლო-ბოლო, ასეთს რას გვიშვრებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, ერთი ბოთლი კონიაკით და ჩურჩხელებით კი მოაგვარებდი საქმესო.


რა საქმეს აგვარებდა, არ ვიცი, ალბათ, აგვარებდა კიდეც, მაგრამ ერთი ვიცი, რომ მთლად კარგად ვერაა საქმე. ყველაზე  ცუდი ის არის,  ამ დროს კამათის თავიც არ გაქვს ადამიანს, არ იცი, საიდან უნდა დაიწყო საუბარი - იქიდან, რომ შეახსენო,  გუბერნიად როგორ გვაქცია, მეფის ინსტიტუტი კი გაგვიუქმა თავის დროზე ჩვენმა ჩრდილომეზობელმა (შაჰ-აბასსაც კი არ გაუუქმებია მეფის ინსტიტუტი), თუ ის, რომ ასი ათასობით ამოგვწყვიტა ზუსტად მაშინ, 37 „მანათად" რომ დავფრინავდით, შუა რუსთაველზე აგვჩეხა, თუ აფხაზეთი, სამაჩაბლო რომ წაიღო ერთი ბოთლი კონიაკის,  ჩურჩხელისა და ჩვენი ყოფილი დარტყმული პრეზიდენტის ნაცვლად!


თუ, უბრალოდ, უნდა გაჩუმდე ამ დროს და უნდა უთხრა, რომ , ასე იდიოტი   აზროვნებს, მაგრამ არ ვიცი, აქაც კითხვის ნიშნები მაქვს - არის კი ასე მოაზროვნე კაცი მხოლოდ იდიოტი, ხშირ შემთხვევაში - არ მგონია.


ტელევიზორიდან შემომესმა ჩემთვის ნაცნობი პოლიტლიდერის ხმა, რომელიც გაცხარებით ამტკიცებდჟა: მე თუ ამირჩევთ, ძალიან, ძალიან მკაცრი ვიქნები ჰომოსექსუალების  მიმართო, ისეთი სასტიკი, რომ მეტი არ შეიძლებაო (ნეტა, რას უპირებს-მეთქი, გავიფიქრე). ამან ისევ პუტინზე ილაპარაკოს, მირჩევნია, ეგება, ქალაქის საწყალი ჰომოსექსუალები გადარჩნენ, - გავიფიქრე ჩემთვის, რა თქმა უნდა, ხუმრობით.


ამ პოლიტიკოსის გამოსვლა დამთავრდა და რას ვხედავ, ნაცების პარტიიდან თვალცრემლიანი არ გამოდის ვიღაც?! გვდევნიან, ხალხო და არჩევნებს აყალბებენო - ისე გულწრფელად წუხდა, რომ სულ დამავიწყდა, საძინებელში, პირდაპირ ლოგინში ამოდებული რომ გვქონდა სასმენი აპარატურა სრულიად საქართველოს და კინაღამ დასახმარებლად გავიქეცი, თან დააყოლა, შეცდომები და გადაცდომები ჩვენც გვქონდაო.


ყველაზე მეტად სიტყვა „გადაცდომამ" გამაღიზიანა და გამომიყვანა წყობიდან. ვიფიქრე, ნეტა, ეს უტიფარი გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, ქარდავას წამებით მკვვლელობას შეცდომას უწოდებს თუ გადაცდომას-მეთქი. როგორი მოსასმენია სიტყვა „გადაცდომა" ამათი 9-წლიანი უტიფარი, მანიაკალური „გრიალის" შესაფასებლად.


ნაციონალური დემაგოგია მორჩა და ადგილობრივი არჩევნებიც მოვიდაა. ისე, სხვათა შორის, ერთი შემიძლია ვთქვა თამამად: ის, რომ ამ არჩევნებში მართლაც არის რაღაც უჩვეულო, ვგულისხმობ მეორე ტურს, კარგია, მართლაც, უფრო დემოკრატიულია. სხვა საკითხია, რატომ მოხდა, რა ეტკინა ხალხს, რა ეწყინა, რითი დაიღალა  და რა ვერ გათვალა მმართველმა გუნდმა. ერთი კი უდავოა - დემოკრატიულია.  ამ ღირსებას ნუ დავუკარგავთ!


მე კამათს ვუყურებდი და რაო, რა ვთქვი, ღირსება? რა ხანია, ეს სიტყვა იმ კონტექსტში აღარ გამიგია, რა დატვირთვაც, მგონია, რომ აქვს. რა მშვენიერი სიტყვაა და როგორ ყველას მიავიწყდა, თუმცა მიავიწყდათ იმიტომ, რომ ძნელია, ალბათ, ღირსეულად იცხოვრო ან მცდელობა მაინც გქონდეს, ღირსეულად დამარცხდე, ან ღირსეულად გაიმარჯვო, ან ღირსეულად თამაშიდან გახვიდე, ან ბოდიში მოიხადო ღირსეულად ან, ბოლოს და ბოლოს, მოკვდე ღირსეულად!


რამ გამახსენა არჩევნებთან ეს სიტყვა, მაგრამ ხომ იცი, ეტყობა, რაღაცას ნატრობ ადამიანი, ნატრობ ღირსეულ საზოგადოებას. არიან, განა არ არიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ მეტს ნატრობ, მეტი გინდა, აი, ისეთ საზოგადოებას, რომელშიც თაღლითი პოლიტიკოსები ვეღარ გაბედავენ ქადაგებასა და სპეკულაციას, ტლიკინს ხან „ჰომოზე", ხან სარწმუნოებაზე, ცრუ ქადაგებას! მღვდელი მღვდელს ემსგავსება - მათ მაგივრად არ იქადაგებენ პოლიტიკოსები ღამის ეთერში! პოლიტიკოსი ხალხის მოსამსახურე იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით. თაღლითს თაღლითი ერქმევა, ქურდს ქურდი ერქმევა და არა პარტიის ლიდერი, მაგრამ მე ახლა ბევრი მოვინდომე, ამისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის თქმისა არ იყოს თუ, უკაცრავად, ჩვენი კულტურის მინისტრისა არ იყოს, გზა, რომელიც შორია.


დიახ, შორი გზა გვაქვს გასავლელი. ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება  ამ გზაზე და ბევრი ღირსეული ადამიანი შეგვხვდება, თორემ გაჭირდა ცხოვრება!


ერთხელ, 2004 წელს, ერთ ჩემს პუბლიკაციაში მაშინ, როცა თითქმის ყველა დუმდა, სააკაშვილს მივწერე: მონებისა და ჰარამხანის ვარდების გეშინოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, სხვადასხვა ბაღჩა-ბაღებში ყვავილობას მიჩვეულნი არიან-მეთქი.


არ გაიგონა.

დასანანია...

არადა, მიჩვეულნი არიან...


გაზეთი „ვერსია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016