reportiori.ge - ოკუპირებული აფხაზეთი მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:51
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთი მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას გეგმავს
01 ივლისი, 2014. 13:04


ოკუპირებული აფხაზეთი მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლერებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.


ტექსტში წერია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აფახაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, კავშირი არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, დე ფაქტო სოხუმი ასოცირების შეთანხმებაში საფრთხეებს მაინც ხედავს და რუსთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს.


პარალელურად, სეპარატისტული რეჟიმი გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში ეთნიკური ქართველების პასპორტების ანულირებაზე მუშაობას განაგრძობს. მედიასაშუალებების ცნობით, სპეციალურმა კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და აღრიცხა იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც, მათი მტკიცებით, ეთნიკურ ქართველებზე ამ რაიონებში უკანონოდ გაიცა.


22 ათას 787-კაციანი სია უკვე გადაიგზავნა ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გაიცა განკარგულებაც იმის შესახებ, რომ დაგეგმილ დე ფაქტო არჩევნებში ამ ადამიანებს მონაწილეობის უფლება არ მიეცეთ.


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებას უკვე ეხმიანებიან თბილისში. პაატა ზაქარეიშვილის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სარგებელი აფხაზეთზეც ვრცელდება. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016