reportiori.ge - გაეროს ინსპექტორებმა სირია დატოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 10:48
მსოფლიო
გაეროს ინსპექტორებმა სირია დატოვეს
ავტორი:
31 აგვისტო, 2013. 12:53

გაეროს ინსპექტორთა ჯგუფმა, რომელიც სირის დედაქალაქის, დამასკოს გარეუბანში ქიმიური შეტევის ადგილს იკვლევდა, ქვეყანა დატოვა. ინსპექტორებმა სირია მას შემდეგ დატოვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის სირიაზე შეზღუდული შეტევის საკითხს განიხილავს. „BBC"-ის  ინფორმაცით, გაეროს ინსპექტორების მიერ დამასკოს დატოვების შემდეგ, სამხედრო იერიშისთვის დამბრკოლებელი ფაქტორები არ არსებობს. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, დასკვნა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, სავარაუდოდ ორ კვირაში გახდება ცნობილი. გაეროს უშიშროების საბჭოს არ შეუძლია სირიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, იტყობინება როიტერი. მისივე თქმით, უმოქმედობა ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ნორმების არსებობის უაზრობას დაადასტურებს. ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-სთვის რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა სირიის საკითხის „მრავალმხრივი" გადაწყვეტა. მისი განცხადებით,ჯერჯერობით სირიის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა  შეზღუდული მიზანმიმართული აქტის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.

მანვე დაუშვებელი უწოდა ქიმიური იარაღის გამოყენებას ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016