reportiori.ge - თბილისი მერი პრეზიდენტს ვეტოს სთხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:59
პოლიტიკა
თბილისი მერი პრეზიდენტს ვეტოს სთხოვს
ავტორი:
17 ივლისი, 2013. 22:31

გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავად პარლამენტში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის დიდ ნაწილს კითხვები აქვს და არსებითი შენიშვნები არსებობს.

 "მე ვთხოვ ამ საკითხზე პრეზიდენტს ვეტოს, არა იმიტომ, რომ უმრავლესობას ვეტოს გადალახვა არ შეუძლია, ან შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ ეს დრო საკითხის ხელახალი გადამუშავებისთვის გამოვიყენოთ და თუ იქნება პოლიტიკური კონსენსუსი, შევიდეს ის ცვლილებები, რომლებიც თბილისს წაადგება", - აღნიშნა უგულავამ  "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. 
გიგი უგულავას განცხადებით, კულტურის სამინისტრო უბრალოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებებს ამ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მას ამის არც ინფრასტრუქტურა გააჩნია და არც დამატებით საშტატო ნუსხაში ცვლილება არ შეუტანია. 
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით პარლამენტმა გასულ კვირას რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება კანონის ის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაობის ნებართვის გაცემის უფლება თბილისის მერიას გადაეცა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016