reportiori.ge - ბათუმში აქციის მონაწილეებმა ბათუმი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 14:21
რეგიონები
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ბათუმი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
06 ივლისი, 2014. 11:35


ბათუმში, თამარის დასახლების მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად, 40 წუთის განმავლობაში ბათუმი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.


აქციის მონაწილეები დასახლების გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე მცირე ზომის დაცული ნავსადგურის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ.


მოსახლეობასთან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მივიდა და იმ წერილის ასლი აჩვენა, რომელიც რეგიონის საკანონდებლო ორგანომ პრემიერს გადაუგზავნა.


ვასაძის განმარტებით, დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ, სანაპიროს ამ მონაკვეთზე ნავსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობა გადაიხედოს. ვასაძის თქმით, თუ ეს არ მოხდება, ის მოსახლეობის გვერდით დადგება.


„არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გვართმევენ სანაპიროს. იქნებ ვინმემ გაგვარკვიოს, რაშია საქმე", - განაცხადა აქციის მონაწილემ ნატო კიკალიშვილმა.


დეპუტატ ვასაძის თქმით, აქციას შეესწრო ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.

 

„მას ნებართვა აქვს გაცემული ამ შენებლობაზე. ვფიქრობ, ყველაზე უპრიანი იქნებოდა მისი პასუხი", - განაცხადა მედეა ვასაძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016