reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი მესტიაში ტაძრის კურთხევას დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:45
რეგიონები
გიორგი მარგველაშვილი მესტიაში ტაძრის კურთხევას დაესწრო
ავტორი:
01 სექტემბერი, 2013. 17:35

„ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი მესტიაში კათოლიკოს პატრიარქის მიერ  აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივ მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა.

„დღეს დიდი სიხარულია საქართველოში , იმიტომ რომ მესტიაში გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი,  ამ სიხარულს ვიზიარებთ ჩვენს სვან ძმებთან და მთელ საქართველოსთან ერთად.  პატრიარქი ამობრძანდა და ჩვენ  ერთად ვილოცეთ ახალ ტაძარში"- განაცხადა მარგველაშვილმა. საკვირაო წირვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის  და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლევან ვასაძემ აღნიშნა,  რომ ახალი ტაძრის კურთხევა ისტორიული დღეა.

„პატრიარქმა ხელი მოაწერინა სვანებს სიგელზე,  რომლითაც ჩვენ ყველანი ვინანიებთ ერთმანეთის შუღლს მთელი საქართველოს მაშტაბით.  ბედნიერი ვარ , რომ  აქ არის ჩემი მეგობარი,  საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და ყველანი ერთად  სიკეთესა და მადლში ვართ"-განაცხადა ვასაძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016