reportiori.ge - კახა კალაძე: ზოგიერთი კანდიდატი დახეტიალობს მოსახლეობაში და ჭორებს ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:34
რეგიონები
კახა კალაძე: ზოგიერთი კანდიდატი დახეტიალობს მოსახლეობაში და ჭორებს ავრცელებს
10 ივლისი, 2014. 13:16


კოალიცია ქართულმა ოცნებამ" წარმოგიდგინათ კანდიდატი და დარწმუნებული ვარ, მას და ჩვენ  მხარდაჭერა გვექნება", - ასე მიმართა ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძე ოზურგეთში მოსახლეობას.


მისი თქმით, ოზურგეთში ზოგიერთი კანდიდატი სარგებლობს და ჭორებს ავრცელებს, თითქოს კოალიცია „ქართული ოცნება" უცხადებს მას მხარდაჭერას.

 

ოზურგეთში, ზოგიერთი კანდიდატი, მიზანმიმართულად არ ვასახელებ სახელსა და გვარს, დახეტიალობენ მოსახლეობაში და ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ისინი სარგებლობენ კოალიცია ქართული ოცნების" მხარდაჭერით. ჩემო ოზურგეთელებო, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში, ჩვენი კანდიდატი ოზურგეთში არის ბეგლარ სიორიძე და მთელი კოალიცია მას უცხადებს მხარდაჭერას", - განაცხადა  კახა კალაძემ.


საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.


ჩვენ დღეს ვართ თავისუფლები, არავინ არ გვზღუდავს ვთქვათ ჩვენი მოსაზრება, არავინ არ იდევნება განსხვავებული აზრის გამო, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეს ჩვენი მონაპოვარია. თქვენ არ იფიქროთ, რომ აქ მოვედით იმის გამო დაგავალდებულოთ გინდათ თუ არა 41 შემოხაზოთ, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ და ხედავდით საით მიდიოდა ქვეყანა და რა რეალობაა დღეს და საით მივდივარ. მე დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.  


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016