reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი ლიტვასა და პოლონეთში მიემგზავრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:57
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ლიტვასა და პოლონეთში მიემგზავრება
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 11:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ოფიციალური ვიზიტით ლიტვას ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ივანიშვილი ლიტვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ლიტვის ევროპულ კლუბში. 18-19 ივლისს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში გაგრძელდება, სადაც ის თავის პოლონელ კოლეგას შეხვდება. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე საქართველო-პოლონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის დეტალებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებენ. დაგეგმილ ვიზიტს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. “მომწონს და მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ვიზიტით პოლონეთში წასულიყო“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016