საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი მიხალ კაპლანი , ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშ პერნიცკი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე თუშეთს ესტუმრნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ჯაფარიძემ სტუმრებს თუშეთში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
თუშეთში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების განვითარებას, ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით შერჩეული ღონისძიებების გატარებას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა განხორციელებული პროექტები, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სოფლები ომალო, დართლო, და ქესელოს ციხე მუზეუმი დაათვალიერეს.