reportiori.ge - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თუშეთს ესტუმრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:11
რეგიონები
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თუშეთს ესტუმრა
11 ივლისი, 2014. 14:15


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორი მიხალ კაპლანი , ჩეხეთის ელჩი საქართველოში თომაშ პერნიცკი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე თუშეთს ესტუმრნენ.


გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ჯაფარიძემ სტუმრებს თუშეთში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


თუშეთში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმი მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების განვითარებას, ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით შერჩეული ღონისძიებების გატარებას.


ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა განხორციელებული პროექტები, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სოფლები ომალო, დართლო, და ქესელოს ციხე მუზეუმი დაათვალიერეს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016