reportiori.ge - გიორგი ერმაკოვი: ბათუმში საკადრო ცვლილებები აუცილებლად გატარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:21
რეგიონები
გიორგი ერმაკოვი: ბათუმში საკადრო ცვლილებები აუცილებლად გატარდება
13 ივლისი, 2014. 12:52



ბათუმის ახლად არჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება. მისი თქმით, კანონი გარკვეული თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

 

საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონითაც განსაზღვრულია გარკვეული ტიპის ცვლილებები, გარკვეული თანამდებობების პირების უფლებამოსილების შეწყვეტა. დელეგირების ფარგლებშიც განსაზღვრულია, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ახალი თანამდებობების პირების დანიშვნა. საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება გარკვეულწილად ქალაქის არჩეულ მერსაც ექნება, გარდა ამისა, განყენებულ ორგანოს, მაგალითად, - სასწავლო ცენტრებს. კონკურსის სხვა საშუალებებიც არსებობს, რომ ობიექტურობა იყოს დაცული“, - განაცხადა ერმაკოვმა.

 

მისი თქმით, ბათუმის ისტორიაში ქალაქს პირველად ჰყავს არჩეული მერი, რაც მისალოცია. ის ბათუმელებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას პირდება.

 

 

ქალაქის არჩეული მერი არის ყველას მერი, განურჩევლად პარტიული წარმომადგენლობისა და შეხედულებებისა. მთავარია, ადამიანები, რომლებიც ქალაქს ემსახურებიან იყვნენ ღირსეულები, კომპეტენტურები, პროფესიონალები. იმდენი პრობლემაა ქალაქში დაგროვილი, აუცილებლად 24 საათის განმავლობაში მოუწევს ყველას მუშაობა ამ პრობლემების გადასაწყვეტად, მაგალითი კი იქნება ქალაქის მერი“, - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016