reportiori.ge - საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:51
რეგიონები
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო
ავტორი:
02 სექტემბერი, 2013. 13:43

შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს დაიწყო. სწავლებაში სამთო მომზადების სკოლის მომავალ ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ჩეხი, სომეხი და უნგრელი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.

„პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ოთკვირიანი სწავლება 4 ფაზისგან შედგება. პირველ ეტაპზე კურსში მონაწილე სამხედროები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო ზაფხულის კურსის განმავლობაში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ და მყინვარწვერზე გადაადგილებისთვის მოემზადებიან.

მეორე ეტაპი ყაზბეგის რაიონში მყინვარწვერზე გადაადგილებასა და ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრას დაეთმობა. მესამე ეტაპზე კი, მონაწილეები აბულის სასროლეთზე  მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევებს დახვეწენ. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ.

ოთხკვირიანი შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 27 სექტემბერს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დასრულდება. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016