reportiori.ge - ხათუნა გოგალაძემ 20 წარჩინებულ მოსწავლესთან ერთად პრომეთეს მღვიმე მოინახულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:07
რეგიონები
ხათუნა გოგალაძემ 20 წარჩინებულ მოსწავლესთან ერთად პრომეთეს მღვიმე მოინახულა
ავტორი:
14 ივლისი, 2014. 13:55


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან, მის მოადგილე შომბი შარპთან და იმერეთის რეგიონის 20 წარჩინებულ მოსწავლესთან ერთად, პრომეთეს მღვიმე მოინახულა.



პრომეთეს მღვიმის დათვალიერების შემდეგ, სტუმრები მღვიმის გამოსასვლელიდან ვიზიტორთა ცენტრში სპეციალური ავტომატარებლის მეშვეობით დაბრუნდნენ.



აღნიშნული  ტურის მიზანი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პრომეთეს მღვიმის და ახალი ტურისტული სერვისების პოპულარიზაციაა.



დაცული ტერიტორიების სააგენტომ 40 ადამიანზე  გათვლილი  ავტომატარებელი შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების გადაადგილებას პრომეთეს მღვიმის გამოსასვლელიდან ადმინისტრაციულ შენობამდე.



პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში 1984 წელს, ჯუმბერ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით სამეცნიერო სპელეოლოგიური ექსპედიციის ჯგუფმა  აღმოჩინა. მღვიმეში სამი შესასვლელი და 17 დარბაზია. კარსტული წარმოშობის პრომეთეს მღვიმე ზღვის დონიდან 147 მ-ზე მდებარეობს და სტალაქტიტების, სტალაგმიტების და სტალაგნატების მრავალსახეობით გამოირჩევა. ვიზიტორებს შეუძლიათ 380 მეტრიანი სანაოსნო ტურით ისარგებლონ. 2014 წელს დაივერებმა კიდევ ხუთი ახალი დარბაზი აღმოაჩინეს.


 

 


(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016