საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ავთანდილ სუდაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას ადგილზე განაგრძობს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთო.
ავთანდილ სუდაძე უკვე იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სანსაში. მისი ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელის ტერიტორიაზე არსებული ორი ხევის წყალი ადიდდა, რამაც მოსახლეობის კერძო საკუთრება დააზარალა. ხევების გაწმენდით სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს პერიოდში განახორციელებს.
სტიქიის შედეგად, ასევე, დაზარალდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, მათ შორის: მელე, ჟაჰუნდერი, ჩუკული და სხვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის ზონაში მყოფი წარმომადგენელი ვითარებას ყველა ზემოთ დასახელებულ სოფელში ეცნობა.
ხვალიდან, სტიქიის ზონაში მუშაობას შეუდგება ზარალის შემსწავლელი კომისია.
სტიქიით მიყენებული ზარალის მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს.