reportiori.ge - ფლორენციაში საქართველოს დღეები ჩატარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 16:44
კულტურა
ფლორენციაში საქართველოს დღეები ჩატარდება
16 ივლისი, 2014. 16:31


საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის ინიციატივით, 21-28 ივლისს, ფლორენციაში აფხაზი ახალგაზრდების ნახატების გამოფენა მოეწყობა.


ღონისძიებას, რომელშიც ქართველი, მათ შორის აფხაზი ახალგაზრდების გარდა, იტალიის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეები მონაწილეობენ, პარტნიორობას მსოფლიოში აღიარებული რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი უწევს.


გამოფენა ღონისძიების - „საქართველოს დღეების" ფარგლებში მოეწყობა, რომელიც კულტურულ-სამეცნიერო ხასიათს ატარებს. ღონისძიების ფარგლებში, კონფერენიცია „საქართველოს გზა ევროპისკენ-გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას ეღძვნება.


საქართველოს დღეების ფარგლებში, ასევე, ქართული სამოსისა და სამზარეულოს გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას ქართული მხრიდან დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელები და აფზახი ახალგაზრდები დაესწრებიან. ამავე, ღონისძიების ფარგლებში, აკადემიასა და დელბ ბიანკოს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.


ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულ კულტურას პროპაგანდა გავუწიოთ რენესანსის სამშობლოში. საქართველოს დღეები ბევრ კულტურულ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მნახველებს შესაძლებლობას მისცემს, ჩვენს ქვეყანაზე შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეთ და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. ჩვენ ასევე, შევხვდებით პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომსვლელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ტრიბუნიდან გამოხატონ სურვილი - ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად, ერთ სამშობლოში იცხოვრონ " - აღნიშნა საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიიის წარმომადგენელმა თეონა ლავრელაშვილმა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016