მსოფლიო
სირიაში ინტერვენციის საკითხზე, დღეს, დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ
03 სექტემბერი, 2013. 10:37
სირიაში ინტერვენციის საკითხზე რამდენიმე კანონმდებელი დღეს კაპიტოლიუმში დახურულ კარს მიღმა ისაუბრებს. კონგრესი სრული შემადგენლობით კი ვაშინგტონში 9 სექტემბერს შეიკრიბება. რესპუბლიკელი კონგრესმენი სკოტ რიჯელი მიესალმება პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, სირიაზე სამხედრო შეტევის განსახორციელებლად კონგრესისგან თანხმობა მიიღოს. თუმცა როგორც თავად აცხადებს, კენჭისყრაზე ამ საკითხს ხმას არ მისცემს.
როგორც პრეზიენტმა ობამამ შაბათს განაცხადა, კონგრესის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია სირიაზე დარტყმა განახორციელოს. თუმცა იქვე დასძინა, რომ რომ მას კონგრესის თანხმობაც ჭირდება.
სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, "შეერთებული შტატების უმოქმედობა დაუსჯელობის გრძნობას გაუჩენს დაუნდობელ დიქტატორს, საკუთარი ხალხი გაზით მომავალშიც დაწამლოს."
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40