reportiori.ge - მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ბათუმში წიგნები გადასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 16:47
რეგიონები
მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ბათუმში წიგნები გადასცა
20 ივლისი, 2014. 21:18


 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე შშმ პირებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს, ასევე, მოეწყო პოეზიის საღამო.



როგორც "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თათა დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს "ბიბლუსი" ყოველთვის მხარში უდგას.



"ჩვენ დაგვიკავშირდნენ ბათუმიდან და გვაცნობეს, რომ ეწყობოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო. ჩვენ ყოველთვის მხარში ვუდგავართ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. დღეს ბავშვებს გადავეცით წიგნები, რომელიც მათთვის, როგორც შემოქმედი ადამიანებისთვის, საინტერესო იქნება. ასევე, მოუწევთ ხელით მუშაობა და ისინი გაეცნობიან მსიოფლიო მხატვრების ნამუშევრებს", - აღნიშნა თათა დგებუაძე.



პროექტი "ხელოვნების ძალა" საზოგადოებრივი ორგანიზაცია "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის უფლებებისათვის" და აიპი "აბროგაციის" ძალისხმევით მოეწყო.



როგორც შშმ პირის უფლებებისთვის ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე აცხადებს, მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შშმ პირთა შემოქმედებითი კუთხე წარმოჩინდეს. "გვყავს მოწვეული სტუმრები "ბიბლუსიდან", ბათუმის მერიისა და უნივერსიტეტისდან. შშმ პირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები და შესაძლებლობები შეუზღუდავია", - აღნიშნა თამაზ მჟავანაძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016