ბათუმი ფრინველების მეორე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ამის შესახებ ,,რეპორტიორი" ტურისტული პროდუქტის და სერვისის განყოფილების უფროსს, მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.
,,ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. ეს რეგიონი წარმოადგენს ფრინველთა მიგრაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს, სადაც შემოდგომის პერიოდში მილიონობით გადამფრენი მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება.
ამ ფესტივალის მიზანია, ამერიკსა და ევროპაში ბათუმი გაიცნონ, როგორც ახალი დესტინაცია. ასევე, ცხადია, ფესტივალი მარკეტინგულ მიზნებსაც ემსახურება და ტურისტთა რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად."
3-დან 8 სექტემბრამდე, ფრინველების გადაფრენის პროცესს ასობით ტურისტთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ( ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი, სომხეთი, თურქეტი, აშშ...) ჩამოსული მეცნიერები დააკვირდებიან. დაკვირვებები იწარმოებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, თბილი ქვეყნებისკენ გადამფრენ ფრინველებზე.
მამუკა ბერძენიშვილის განცხადებით, სოფელ ჩაისუბანსა და სახალვაშოში უკვე მზადააა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენებულია ე.წ. ,,გესტჰაუსებიც".
ფესტივალი პირველად 2012 წელს ჩატარდა და მამუკა ბერძენიშვილის თქმით, სამომავლოდაც არაერთ ტურისტს მოიზიდავენ მასზე დასასწრებად.