reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი - ადეკვატური იქნებოდა, რუსებს დაენგრია ის ღობეები, რაც აქამდე ააგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:16
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი - ადეკვატური იქნებოდა, რუსებს დაენგრია ის ღობეები, რაც აქამდე ააგო
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 13:11

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნული განცხადება, შიდა ქართლში ჟურნალისტებთან საუბრისას, საოკუპაციო ზოლის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან გაგადმული პოზიტიური ნაბიჯების ფონზე რუსეთის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებას აქვს ადგილი.

"ის რაც ხდება, ყველა ცივილიზებულ ნორმას და ქცევას სცდება. ახალი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთდათმობის გზები მოგვენახა. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეზობლები ხვალვე გავხდებით, მაგრამ ვცდილობთ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, საერთო ენა გამოვნახოთ. ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიურ ნაბიჯების ფონზე, ეს დესტრუქციული ქმედებები ურთიერთობის დალაგებას ხელს უშლის. ასევე აზიანებს რუსეთის იმიჯს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს აქვადგილი. შესაბამისად, ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსებს არა თუ გაევლო მავთულხლართები, არამედ რაც აქამდე ღობეები ააგო, ისიც დაენგრია", - აღნიშნა სესიაშვილმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების როლს და იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი ქართულ მხარეს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016