reportiori.ge - თემო დოლიძე: ჟურნალისტებისთვის „ფინიები“ არასდროს მიწოდებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:03
მედია
თემო დოლიძე: ჟურნალისტებისთვის „ფინიები“ არასდროს მიწოდებია
22 ივლისი, 2014. 17:01


მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თემო დოლიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:


„მე გახლდით პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მაძლევდა უფლებას, რომ მხოლოდ 1 ივლისამდე ვყოფილიყავი ამ თანამდებობაზე", - განაცხადა დოლიძემ.


დოლიძის თქმით, მას სწორედ ამ დრომდე ჰქონდა ვადა - შეესრულებინა პრეს-სამსახურის  უფროსის მოვალეობა და გარდა განსაზღვრული ვადის გასვლისა, მისი თანამდებობიდან წასვლის სხვა მიზეზი არ არსებობს. ამასთან, დოლიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი გათავისუფლების მიზეზი facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტია, სადაც ის ჟურნალისტებს „ფინიებს" უწოდებს.


„ჟურნალისტები არ მომიხსენიებია, როგორც „ფინიები". ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა თემო დოლიძემ. 


როგორც „რეპორტიორს" დოლიძემ განუცახდა, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მალე გამოცხადდება კონკურსი, რაშიც ის მონაწილოებას მიიღებს.


„ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება კონკურსი. როდესაც დაინიშნება,  აუცილებლად შევიტან საბუთებს", - აღნიშნა თემო დოლიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016