reportiori.ge - ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია სრულდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:30
რეგიონები
ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია სრულდება
23 ივლისი, 2014. 13:22


იმერეთის რეგიონში შიდა სახელწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის  საავტომობილო გზის 4,7 კილომეტრიან  მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.


როგორც „რეპორტიორს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილში დაიწყო. პროექტზე დასაქმდა 40 ადგილობრივი მოსახლე. ამ დროისათვის, დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო  ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები  და ავტობუსების გაჩერებები. დარჩენილია საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.


ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზა აკავშირებს  ქუთაისსა და ქუთაისის შემოვლით გზას, მიმდებარე სოფლებს, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს. რეაბილიტირებული მონაკვეთი ქუთაისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მგზავრობას სწრაფს, კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო დაფინანსებით შ.პ.ს „საქმილსადენმშენი" ასრულებს, რომლის ღირებულებაც 3 018 000  ლარს შეადგენს. ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზა 25 წელზე მეტია  არ შეკეთებულა.


გზა ზაფხულის ბოლოს გაიხსნება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016