რაიონის მასშტაბით არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. საუბარია რამდენიმე სოფელში მდებარე ძეგლებზე, რომლებიც გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს.
ამ დროისთვის ნგრევის პირასაა მეშვიდე საუკუნით დათარიღებულ ვარდისუბნის „დეკანოზური" ეკლესია, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
აღდგენას საჭიროებს მერვე საუკუნით დათარიღებული ანდრონიკაშვილების ეკლესია, რომლის სახურავზეც ბალახებია ამოსული და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განთვსებული სასიგნალო კოშკიც.
რაც შეეხება ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლს, სიძველის გამო, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
თელავის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ისტორიული ნაგებობების სარეაბილიტაციო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია.
სამსახურის ხელმღძვანელის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, დაზიანებული 10-მდე აღსადგენი ძეგლის ნუსხა შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც შენობებს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.