reportiori.ge - შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 16:44
კულტურა
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა
26 ივლისი, 2014. 13:51



ბათუმში მიმდინარე შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ლივ ვორფილდის მაგივრად ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ავიარეისებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო შემსრულებლის და მისი გუნდის ბათუმში ჩასვლა ტექნიკურად ვერ მოხერხდა, რის გამოც პროგრამა შეიცვალა. ავიარეისებთან დაკავშირებული პრობლემა დონეცკში ჩამოვარდნილი ბოინგის გამო შეიქმნა. 

 

"ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი ჩამოყვანა. გაგვიმართლა, რომ ნინო ქათამაძე ბათუმში იყო, ის ბათუმელია და პირველად გამოვიდა ჯაზ-ფესტივალზე", - განაცხადა  კანდელაკმა.

 

კონცერტის დასრულების შემდეგ ქათამაძემ განაცხადა, რომ კონცერტმა კარგად ჩაიარა.

 

"წვიმა ჩვენს კონცერტზე ყოველთვის მოდის, იმიტომ, რომ წვიმა და ვარსკვლავები მუსიკას უხდება. ბათუმი ჩემი სახლია, ჩემი დაბადებაა. იმდენი საყვარელი ისტორია მაქვს, რომელიც მუსიკასთან მიდის, რომ ნებისმიერი კონცერტი მაბრუნებს საწყის ემოციასთან. სცენაზე იდგა 22 მუსიკოსი და წარმოიდგინეთ რამხელა სურვილი იყო, რომ დღესასწაული ყოფილიყო ჩვენსა და მსმენელს შორის. ჩვენ ვასრულებთ სიმღერებს, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში ერთად ვმღერით. ეს ძალიან ძვირფასია, არ იმსახურებს შეფასებას, მხოლოდ სიყვარულს იმსახურებს", - განაცხადა  ნინო ქათამაძემ.

 

 

კონცერტში ქათამაძესთან ერთად ჯგუფი "ინსაითი", ანსამბლი "ჯორჯიან ბრასი" და ნიკოლოზ რაჭველი  მონაწილეობდნენ.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016