reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:12
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს
28 ივლისი, 2014. 12:20


28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეების, კვირიკესა და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება.


წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიაში ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა დიდგვაროვანი იყო და ადრე დაქვრივებული პატარა კვირიკეს ზრდიდა. ისინი მართლმადიდებლობისთვის ეწამენ. ამ დროს წმინდა კვირიკე მხოლოდ სამი წლის იყო. წმინდა ივლიტას ქრისტეს სარწმუნოებისთვის რკინის წვერბასრი იარაღებით ჯიჯგნიდნენ და ჭრილობებში გამლღვალ ფისს ასხამდნენ.


წმინდა კვირიკე და ივლიტა 305 წელს აღესრულნენ. ხალხის რწმენით, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი დადიანების სასახლის მუზეუმში ინახება.


დღეს ასევე აღინიშნება მოციქულთა სწორის ვლადიმირის - რუსეთის განმანათლებლის ხსენების დღე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016