reportiori.ge - თინა ხიდაშელი: პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის საბიუჯეტო წესრიგი უნდა არსებობდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:05
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის საბიუჯეტო წესრიგი უნდა არსებობდეს
29 ივლისი, 2014. 17:01


„საჯარო სამსახურის შესახებ"კანონში ცვლილებია დაგეგმილი, რომლის დამტკიცების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები პრემიას ვეღარ აიღებენ. ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თანამდებობის პირებს შორის საბიუჯეტო წესრიგის არსებობა აუცილებელია.


"ყველა, ვისაც ხალხი საკრებულოში ირჩევს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტში და ასევე ამ არჩეული ადამიანების მიერ არჩეული და დამტკიცებული პირები პრემიას ვერ მიიღებენ. არც ერთი ადამიანის ზნეობასა და მორალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტი. უნდა არსებობდეს საბიუჯეტო წესრიგი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის. ეს საბიუჯეტო წესრიგი მოითხოვს, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ამომრჩევლმა იცოდეს, რაში იხარჯება ბიუჯეტი და ფული. ეს არ არის არავის კეთილ ნებაზე დამოკიდებული", - განაცხადა  ხიდაშელმა.

 

ხიდაშელი საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი პრემიების თემით სპეკულირებენ.


"საქართველოს პარლამენტში უმცირესობის წარმომდგენლებს ვუპასუხებდი, რომ ყოველი თგანი არის აბსოლტურად უზნეო მათივე ლოგიკით, რადგან, ისინი, საქართველოს პარლამენტის წევრები მუდმივად, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ იღებდნენ პრემიებს", - განაცხადა ხიდაშელმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016