reportiori.ge - ფრე და იმედი ბაქოდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:14
სპორტი
ფრე და იმედი ბაქოდან
01 აგვისტო, 2014. 11:48


საჩხერელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი უთანასწორო ომი გადაიტანეს და ისევ საიმედოდ დაგმანეს საკუთარი კარისკენ მისასვლელი გზები. უთანასწორო იმიტომ, რომ ბაქოელთა ბიუჯეტი ალბათ 20-30-ჯერ აღემატება ჩვენებურთა შესაძლებლობებს, შესაბამისად საკმაოდ კარგი ლეგიონერებიც ჰყავთ, მარტო სიერა- ლეონელი ფორვარდი რად ღირს, რომელმაც „ჩიხურას" მცველებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. უგოლო ფრე კარგი შედეგია, თუმცა ძალიან საფრთხილო, რადგან შინ გაშვებული გოლის გასაქვითად უკვე ორის გატანაა საჭირო, „ნეფთჩის" ფეხბურთელებს კი გოლის გატანის შნო ნამდვილად აქვთ. სოსო ფრუიძის შეგირდებმა ამჯერადაც თავგანწირვით იომეს და „ბურსასთან" გამართული შეხვედრისგან განსხვავებით თავადაც უტევდნენ, არანაკლებ სახიფათოდ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. იმედია, გაბედავა და კუჭუხიძე თბილისში მიზანს გაისწორებენ, არც ბაქოელთა დაცვაა გაუვალი და არც მათი მეკარე ყოვლისშემძლე.


რადგან „ნეფთჩის" მეკარე და მცველები ვახსენე, ჩვენებზეც ვიტყვი: ქვილითაიამ აიღო ყველა ბურთი, რომელიც მისი კარისკენ წავიდა, მათ შორის ერთი-ორი აუღებელს რომ ეძახიან. დაცვის ცენტრი კარგად შედუღაბებული კედელივით იდგა (თუმცა ერთ მომენტში ფლავინიოს ახლო მანძილიდან დაარტყმევინეს) ცოტა ფლანგის მოთამაშეებს გაუჭირდათ, განსაკუთრებით ქიმაძეს, იქ, სადაც სიერა-ლეონელი შავტუხა (ნეტავ რომელი იყო თეთრყირმიზი) ფორვარდი „გულაობდა", მაგრამ მას დროულად ეხმარებოდნენ ყველგანმყოფი რეხვიაშვილი და ნახევარმცველები. „ჩიხურას" შუა ხაზი წინა შეხვედრებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ბეჭვაიას მაგივრად კორიფაძე გამოვიდა მინდორზე. სხვა მხრივ, მათზე აუგს ვერ ვიტყვი, მოწინააღმდეგეს ცენტრი არ დაუთმეს და სახიფათო კონტრშეტევებიც მათი დამსახურებაა.


ბაქოელთა დამრიგებელმა თამაშამდე ბრძანა: ქართველებს ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთო. სავსებით ვეთანხმები, ახლა ამ ჩვენმა ჭკვიანმა მწვრთნელმა „ნეფთჩის" კარისკენ მისასვლელი გზები უნდა მოძებნოს, თან ისე, რომ საკუთარის უსაფრთხოებას ხინჯი არ მოადგეს.


იპოვის? იმედია, ასე იქნება და ბაქოელთა ზედმეტად თვადაჯერებულ პრეზიდენტს, ეს, ჭკუის სასწავლებლად გამოადგება, რადგან როგორც მოგეხსენებათ „ჰოპ" გადახტომის მერე უნდა დაიძახო და არ სიზმრად ნანახი რაღაც აბდა-უბდის იმედად.


 

P.S.როგორც გავიგე,შენოლ გიუნეში, ბაქოში, გიორგი რეხვიაშვილის თამაშის სანახავად ჩასულა.თუ ასეა, საქართველოს ჩემპიონატი და საჩხერის „ჩიხურა" ერთ კარგ მცველს მოისაკლისებს, თურქები კი აშკარად მოგებული დარჩებიან.

ისე, ქეცბაიასაც არ აწყენდა მასზე დაკვირვება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016