reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ზამთარში გაიხსნება კურორტი "გოდერძი," სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 17:40
რეგიონები
ირაკლი ღარიბაშვილი: ზამთარში გაიხსნება კურორტი "გოდერძი," სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება
03 აგვისტო, 2014. 15:03



„ზამთრის სეზონზე გაიხსნება კურორტი "გოდერძი", სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ბეშუმში, მოსახლეობასთან შხვედრისას.

  პრემიერმა აჭარლებს შუამთობის სახალხო დღესასწაული მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

 

 

"მთაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, თქვენ მუდმივად ადასტურებთ, რომ არ უშინდებით სირთულეებს, მედგრად დგახართ. მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა მთლიანი აჭარის მკვიდრებისადმი მთის ერთგულებისთვის. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს მთიანი რეგიონია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემოდგომას მივიღებთ მთის კანონს, ვინაიდან ეს არის მართლაც გადაუდებელი საქმე მთის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მთაში ცხოვრობთ. კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაწუხებთ. ეს პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა და ჩვენ ისინი თანადათანობით უნდა გადავჭრათ.

 

 

ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის არის, რომ სათანადო განათლება მიიღოს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ჩვენ ამისთვის ვაშენებთ და ავაშენებთ კიდევ მომავალში ბაგა-ბაღებს, დამატებით სკოლებს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნა ახალი ამბულატორიები, გაიზარდა სოფლის ექიმის ხელფასი და თქვენ უკვე აღარ მოგიწევთ ექიმთან მისასვლელად დიდი მანძილის გავლა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვინაიდან ბეშუმში საკურორტო სეზონზე ხალხმრავლობაა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ყველანი იქნებით მაქსიმალურად დაცულები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016