რეგიონები
კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაშავდა
06 აგვისტო, 2014. 12:10
კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა ლაგოდეხის ნაკრძალში მოხდა. მამაკაცი გურგენიანის ჩანჩქერზე, 20 მეტრის სიმაღლიდან, ხრამში ჩავარდა.
თვითმხილეველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ჩანჩქერიდან უკან ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ბილიკზე ფეხი დაუცდა და ხრამში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და 112 -ის ბრიგადა.
დაშავებული თავის დახურული ტრავმითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57